• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ სდუმს ოცნება, მაშინ, როცა პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია ტრამპის განცხადებებმა? – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:59 02-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
682
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა კი არა პრაქტიკულად პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია დონალდ ტრამპის განცხადებებმა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და უკრაინაში ომის თაობაზე. იყო უამრავი კომენტარი, განცხადება, შეფასება; სტატიები დაიწერა და სიუჟეტები გადაიცა. სოციალურ ქსელებშიც ეს იყო მთავარი თემა.
თუ გავითვალისაწინებთ იმას, რომ ტრამპმა ამ თემებზე პრაქტიკულად ის ილაპარაკა, რასაც კობახიძე, კალაძე, მდინარაძე, ზარქუა და პაპუაშვილი ყოველდღე გვეუბნებიან ბრიფინგებსა და ინტერვიუებში, შემდგომ ამასვე ადასტურებენ მათივე ექსპერტები სახელისუფლო ტელევიზიებში და ბოლოს ტროლ-ბოტების კონვეიერიც იგივე მესიჯებს უშვებს სოცქსელებში, თითქოსდა ლოგიკური იყო ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ქართული ოცნების მხრიდან პოზიტიურ გამოხმაურებათა მთელი კასკადი მოჰყოლოდა და თუ პირადად ზელენსკის გალანძღვა არ სურდათ (თუმცა, რატომაც არა?), ის მაინც ხომ შეეძლოთ ეთქვათ, თუ რა ბრძენი კაცია ბიძინა ივანიშვილი, ყველაფერი სწორად რომ გათვალა და ქვეყანა აარიდა ომს და უბედურებას, საითაც გვექაჩებოდა აწ გაფარჩაკებული კოლექტიური ნაცმოძრაობა გლობალური ომპარტიის და დიფსთეითის დავალებით? ამაზე კარგი მომენტი თითქოს რა უნდა ყოფილიყო მორიგი პროპაგანდისტული კამპანიისთვის? მე შენ გეტყვი აქამდე არ უთქვამთ მსგავსი რამ და ამაზე უარესებიც თუ რა?
მაგრამ არა! არაფერი ამის მსგავსი არ ხდება.
გუშინ მთელი დღე ველოდებოდი, აბა რამეს თუ იტყვიან მეთქი, მაგრამ ამაოდ. ერთი პაპუაშვილი გამოვიდა მხოლოდ და იმანაც საქართველოში ენდიაის ყოფილ ხელმძღვანელს და ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის წევრს ლორა თორნტონს აგინა, როგორც დიფსთეითის მავნე გადმონაშთს, ისიც სულ სხვა თემაზე და ოცნების კვალობაზე არც ისე მკვახედ. სხვა მხრივ კი, დღევანდელი დილის ჩათვლით, გვაქვს დუმილი საკვირველი, არსიდან ხმა, არსით ძახილი!…
მე პირადად მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ რატომ დუმს ოცნება და რატომ არა აქვს ახლა გაჩაღებული პროპაგანდისტული კამპანია “აბა ჩვენ რას ვამბობდით” პათოსით და მოგვიანებით ვიტყვი ალბათ ამაზეც, მაგრამ რამდენადაც ფრენდლისტში არაერთი ჭკვიანი და საპატივცემულო ადამიანი მყავს, მათი ახსნა და ინტერპრეტაცია მაინტერესებს ამ, ერთი შეხედვით პარადოქსული ფაქტის. თან ბარემ იმასაც ვნახავდი, ემთხვევა თუ არა მათი აზრები ჩემს ახსნას.
რას იტყვით?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved