• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მყარდება ლარი? – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ალია ავტორი - ალია
13:39 02-12-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა.

უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, თიბისი კაპიტალი ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტლიდან 2024 წლის მე-3 კვარტლის ჩათვლით): საქონლის იმპორტი ($14.7 მლრდ); საქონლის ექსპორტი ($8.3 მლრდ); ტურიზმიდან შემოსავლები მიგრაციის გარეშე (დაახლ. $4.0 მლრდ); მიგრაციის ეფექტი (დაახლ. $1.1 მლრდ); უცხოეთში მოგზაურობა ($490 მლნ); წმინდა ფულადი ტრანსფერები ($4.0 მლრდ); წმინდა დივიდენდები უცხოური ინვესტიციიდან ($1.1 მლრდ); წმინდა რეინვესტიცია უცხოური ინვესტიციიდან ($1.0 მლრდ); წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეინვესტიციის გარეშე (-$147 მლნ); წმინდა პორტფელური ინვესტიციები, სესხები და სხვა ინვესტიციები სექტორულად: მთავრობა ($309 მლნ), კერძო სექტორი ($192 მლნ), კომერციული ბანკები (-$133 მლნ).

რომელია ყველაზე მგრძნობიარე აღნიშნული ნაკადებიდან? ტურიზმიდან შემოსავლები, დაახლ. 45%-იანი იმპორტის კომპონენტის ჩათვლით; მოთხოვნა ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, რომელიც საქართველოში თითქმის მთლიანად იმპორტულია; და, აგრეთვე, ინვესტიციები. უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის, თებერვლის ჩათვლით, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, თუმცა არა – ლარზე. გარდა ამისა, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით, ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა კი დაბალ ნიშნულზე რჩება.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და დეპოზიტების დოლარიზაციისა და კრედიტის ლარიზაციის ზრდიდან მომდინარეობს. შესაბამისი ნაშთები, დეკემბრის მდგომარეობით, მოცულობითია და ასე გამოიყურება: ლარის სესხები – $12.6 მლრდ (დოლარის ეკვივალენტი), უცხოური ვალუტის სესხები – $9.6 მლრდ, ლარის დეპოზიტები – $9.8 მლრდ და უცხოური ვალუტის დეპოზიტები – $10.9 მლრდ. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში დეპოზიტების მნიშვნელოვანი დამატებითი კონვერტაციები არ იკვეთება, სესხების მხრივ, კი უცხოური ვალუტის დაკრედიტება გააქტიურებულია, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში, მომატებული გაურკვევლობის ფონზე, თიბისი კაპიტალის რეკომენდაცია კვლავ დივერსიფიკაცია და საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთებაა, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, მნიშვნელოვანი დანაკარგები მოსდევს.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას გაეცანითბმულზე.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved