• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მოიქცა ივანიშვილი ასე? რატომ გაირთულა ცხოვრება? რატომ მოირტყა ფეხში არაერთი ტყვია? – იაგო კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:39 12-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,226

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე:

,,ხელისუფლებას (უფრო ზუსტად, ივანიშვილს) შეეძლო კულუარულად დაესაჯა ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები. დაესაჯა უმკაცრესად, ბოლო კაპიკამდე ჩამოერთმია მიტაცებული ქონება, შინაპატიმრობაში ჰყოლოდა და ა.შ.

მაგრამ ივანიშვილმა ამჯობინა დიდი ხნის განმავლობაში ქ/ოცნების ხერხემალის საკვანძო ფიგურების საჯაროდ მხილება და დასჯა – მასშტაბური კორუფციის ბრალდებით. ფაქტია, ამით ივანიშვილმა დიდი ბზარი გააჩინა ქ/ოცნების სხეულზე.

და ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ მოიქცა ივანიშვილი ასე? რატომ გაირთულა ცხოვრება? რატომ მოირტყა ფეხში არაერთი ტყვია?

იმის თქმა, რომ ივანიშვილის მიღმა მოხდა ეს ყველაფერი, აბსურდი მგონია. ქ/ოცნების მოქმედ ხელისუფლებას არ გააჩნია ავტონომიურობის ის ხარისხი, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებლად, მით უფრო, მის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. მაშ, რაშია საქმე?

ჩემი აზრით, გასაღები აქაც ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელ წყურვილში უნდა ვეძებოთ. ივანიშვილს ჰგონია, რომ ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, თუ ძველ „ჭურჭელში“ დარჩა; მან ხელისუფლებაში ყოფნის ახალი ციკლი უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ხოლო ამ ახალი ფურცლის სისუფთავე უფრო გამოაშკარავდება, თუ სიბინძურეს წარსულში დატოვებს, წარსულ ფიგურებთან, მათ შეაზელს. ივანიშვილმა გაწირა უახლოესი გარემოცვა საკუთარი ძალაუფლებისთვის, ანუ თვითგადარჩენისთვის.

თუმცა… მოახერხებს კი ივანიშვილი ძალაუფლების ტყავის გამოცვლას ახალი გუნდით და ახალი ფერუმარილით? მოახერხებს ის ქ/ოცნების სხეულზე გაჩენილი ბზარის ამოვსებას?

რბილად რომ ვთქვა, ამაში ძალიან მეპარება ეჭვი.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიიაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved