• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მოჰყვა ზუგდიდში მომხდარ ძარცვას ინკასატორის დაყაჩაღება და სხვა დანაშაული და რას გვასწავლის “გატეხილი ფანჯრების თეორია”

ალია ავტორი - ალია
01:47 10-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გუშინ ლექციის დროს მკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ზუგდიდში მომხდარ ძარცვას რატომ მოყვა ინკასატორის დაყაჩაღება, შემდეგ ციკოლიას მაღაზიის ძარცვა და სხვა მძიმე დანაშაულიო. რა თქმა უნდა, დანაშაულს ყოველთვის ჩაიდენენ, მაგრამ არსებობს ასევე ჯაჭვისებური რეაქცია. ამიტომ გადავწყვიტე უცებ მეთარგმნა ჩემი სტუდენტებისთვის ერთი სტატია და აქაც დავდებ, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ყველასთვის.

“გატეხილი ფანჯრების თეორია” გასული საუკუნის 80-იან წლებში ნიუ-იორკი ჯოჯოხეთს ჰგავდა – ყოველ დღე 1,500 – ზე მეტი მძიმე დანაშაული ხდებიდა. დღეში 6-7 მკვლელობა. ღამით ქუჩებში სიარული საშიში იყო და დღისითაც კი სარისკო იყო მეტროთი გადაადგილება. მეტროში მძარცველები და უსახლკარო ადამიანები დაძრწოდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ კანონმორჩილ მოქალაქეებს. ვაგონებში ციოდა, იატაკზე კი ნაგავი ეყარა, კედლები და ჭერი წარწერებით იყო დაფარული. მოკლედ, ქალაქი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე კრიმინალური ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ მოხდა აუხსნელი რამ. 1990 წელს კრიმინოგენულმა ვითარებამ თავის პიკს მიაღწია, შემდეგ კი კრიმინალი მკვეთრად შემცირდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობების რაოდენობა 2/3 შემცირდა, ხოლო მძიმე დანაშაულების რიცხვი – განახევარდა. ათწლეულის ბოლოს მეტროში 75% -ით ნაკლები დანაშაული ჩაიდინეს, ვიდრე დასაწყისში. რა მოხდა? ვინ ჩართო მუხრუჭები? ვინ დააჭირა ჯადოსნურ ღილაკს ხელი და შეანელა კანონდარღვევის ტემპი? ამ მუხრუჭის სახელია გატეხილი ფანჯრების თეორია (The Broken Windows Theory), რომელიც ეკუთვნის კანადელ სოციოლოგს, მალკოლმ გლადველს. გლადველმა ასეთი რამ აღნიშნა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში:

“გატეხილი ფანჯრები 2 კრიმინალისტის, ვილსონისა და კელინგის პირმშოა. ისინი ამტკიცებდნენ იმას, რომ დანაშაული წესრიგის არარსებობის გარდაუვალი შედეგია. თუ ფანჯარა გატეხილია და გატეხილ მინას არავინ ცვლის, გამვლელები გადაწყვეტენ, რომ არავინ ზრუნავს და არავინ არ აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე. ამიტომ მალე სხვა ფანჯრებშიც ჩაამსხვრევენ მინებს და საზოგადოებაში გაჩნდება დაუსჯელობის განცდა, რომელიც საყვირის სიგნალივით გავეცელდება და მოედება მთელ უბანს, ქალაქს, ქვეყანას. ეს სიგნალი მოუწოდება ასოციალური ქმედებისკენ და ახდენს უფრო მძიმე დანაშაულის პროვოცირებას”.

გლადველის აზრით, ადამიანი არღვევს კანონს არა მხოლოდ (და არც თუ ისე) ცუდი მემკვიდრეობის, ან არასათანადო აღზრდის გამო, არამედ მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს, იმას, რასაც ხედავს მის გარშემო. 90-იან წლებში და სხვა დროსაც ჰოლანდიელი სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და განხორციელებულმა დაკვირვებამ დაადასტურა ეს თეორია. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი: ერთ-ერთი მაღაზიის მახლობლად ველოსიპედების სადგომიდან ნაგვის ურნები ამოიღეს და ველოსიპედის სახელურზე ჩამოკიდეს ფლაერები.

სოციოლოგებს უნდა დაედგინათ, რამდენი ადამიანი მოისროდა ფლაერებს ასფალტზე და რამდენს მოერიდებოდა ქუჩის დანაგვიანება. აღსანიშნავია ის, რომ პირველი ექსპერიმენტის დროს მაღაზიის კედელი, რომლის გვერდითაც ველოსიპედები იდგა, სუფთა იყო. ფლაერები ასფალტზე დაყარა ველოსიპედისტების 33%-მა. მეორე ექსპერიმენტის დროს მკვლევარებმა მაღაზიის კედელი სახელდახელოდ მოხატეს საღებავებით და დაიტანეს მასზე წარწერები. ამჯერად ქუჩა დაანაგვიანა ველოსიპედისტების 69%-მა.

ახლა მოდით ისევ ნიუ იორკში დავბრუნდეთ, კრიმინალის მძვინვარების პერიოდში.

1980-იანი წლების შუა პერიოდში შეიცვალა ნიუ-იორკის მეტროს ხელმძღვანელობა. ახალმა დირექტორმა დევიდ განმა დაიწყო თავისი საქმიანობა… წარწერების და უსახური გრაფიტის წინააღმდეგ ბრძოლით. ამან საკმაოდ გააღიზიანა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც უწოდა განს უსაქმური და უქნარა. მოსახლეობა უკვე ხმამაღლა გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას: “ბიჭო, იზრუნე სერიოზულ საკითხებზე – ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრაზე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებზე და უსაფრთხოებაზე, დანაშაულის შემცირებაზე… ნუ ხარჯავ ფულს სისულელეებზე!”. მაგრამ გუნი აგრძელებდა თავისი საქმის კეთებას. მისი აზრით “გრაფიტი სისტემის დანგრევის სიმბოლოა. თუ ვერ დაამარცხებთ მას, ვერც სერიოზულ დაბაშაულს დაამარცხებთ. ამ ბრძოლაში გამარჯვების გარეშე რეფორმა არ განხორციელდება. ჩვენ მზად ვართ 10 მილიონი დოლარის ღირებულებების ახალი მატარებლები შემოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენი შრომა წყალში ჩაგვეყრება თუ ვერ დავიცავთ მათ ვანდალიზმისგან”.

გუნის ბრძანებით, მატარებლებს ყოველ დღე წმენდნენ. ერთი-მეორის მოყოლებით გადაათეთრეს მატარებლებიც და სადგურებიც. თუკი ვერ ასწრებდნენ მატარებლის დასუფთავებას და ისევ ექსპლუატაციაში გაშვებას, მატარებელი გადაყავდათ დეპოში, სადაც საფუძვლიანად რეცხავდნენ მანქანა-დანადგარებით.საინტერესო ამბავს იხსენებს თავისი ბიოგრაფიიდან განი: ”ჰარლემში დეპო გვქონდა, სადაც მატარებლები ღამით გადაგყავდა. პირველ ღამეს მოზარდები გამოჩნდნენ და მანქანების კედლები თეთრი საღებავით შელესეს. მეორე ღამით, როდესაც საღებავი გაშრა, ისინი მოვიდნენ და დახაზეს კონტურები, ერთი დღის შემდეგ კი ყველაფერი მოხატეს. ანუ, ჯამში მათ 3 ღამე იმუშავეს და უზარმაზარი დრო და ენერგია დახარჯეს ამაზე. ჩვენ მშვიდად ველოდით ამ პროცესის დასრულებას, შემდეგ კი ყველაფერი რამდენიმე საათში გადავათეთრეთ. ჩვენ გავუგზავნეთ ყველა ასეთ კანონდამრღვევს მკაფიო გზავნილი – დროს ტყუილად ხარჯავთ, თქვენ ნახელავს ვერავინ ნახავს!”

როგორც ვხედავთ, განისთვის და სისტემისთვის მთავარი იყო ის, რომ არ დაეშვათ პრეცენდენტი (გატეხილი ფანჯრის თეორია). 1990 წელს უილიამ ბრატონი დანიშნეს სატრანსპორტო პოლიციის უფროსად. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულ დანაშაულთან ბრძოლა დაეწყო, მან დაიწყო ბრძოლა უბილეთო მგზავრების წინააღმდეგ… რატომ? იმოტომ, რომ პოლიციის ახალ უფროსს სჯეროდა, რომ წარწერების პრობლემის მსგავსად, ეს წვრილმანიც ასრულებდა სიგნალის როლს უფრო მძიმე დამნაშავეებისთვის. წესრიგის ნაკლებობის მაჩვენებელი სისტემის კრახის ანაბეჭდია. არადა უბილეთო მგზავრები სერიოზულ ტენდენციას ქმნიდნენ კანონდარღვევისთვის. კანონმორჩილი, მაგრამ მერყევი ფსიქიკის, მერყევი მორალის მქონე პირებზე უარყოფით გავლენას ახდენდა ის ფაქტი, როდესაც მათ თვალწინ არღვევდნენ კანონს, ახტებოდნენ ბარიერებს, არ იხდიდნენ მგზავრობის საფასურს და ა.შ. ამის შემხედვარე კანონმორჩილი მოქალაქეებიც ფიქრობდნენ “მე რატომ უნდა ვიხდიდე?!” პრობლემა თოვლის გუნდასავით იზრდებოდა.

რა გააკეთა ბრატონმა? მისი ბრძანებით აკავებდნენ ყველა ასეთ კანონდამრღვევს და საჯაროდ აცვამდნენ ხელბორკილს. შემდეგ აყენებდნენ ყველას ერთ რიგად ყველაზე თვალსაჩინო ადგილას სამუშაო დღის დასრულებამდე. საინტერესოა ისიც, რომ განყოფილებაში გადაყვანის და პირადი ჩხრეკის შემდეგ ბევრი მათგანისგან ამოიღეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი… ხოლო მონაცემთა ბახაში ანაბეჭდების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი სერიოზულ საქმეებშიც იყო ბრალდებული.

1994 წელს რუდოლფ ჯულიანი აირჩიეს ნიუ იორკის მერად. მან ბრატონი მოხსნა სატრანსპორტო განყოფილებიდან და დააკისრა ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა. სხვათა შორის, ვიკიპედიაში ნათქვამია, რომ პირველად ჯულიანმა გამოიყენა Broken Windows Theory, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ჯულიანის დროს პოლიცია გამოირჩეოდა სიმკაცრით და ნულოვანი ტოლერანტობით მცირე დამნაშავეების მიმართ. ამის შედეგად ურბანული კრიმინალის დონის შემცირება დაიწყო ისეთივე სისწრაფით, როგორც მეტროში. პოლიციის უფროსი ბრატონი და მერი ჯულიანი განმარტავენ: ”მცირე და უმნიშვნელო, ერთი შეხედვით, არასწორი საქციელი ხშირად უბიძგებს ადამიანებს სერიოზული დანაშაულის ჩადენისკენ”. ჯაჭვური რეაქცია შეწყდა. 90-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკში შეიცვალა ვითარება და ეს ქალაქი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ გატეხილი ფანჯრების თეორიას ბევრი კრიტიკოსი ყავს, თუმცა მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე არაერთხელ დადასტურდა ის, რომ ის არ არის მშრალი თეორია და გამყარებულია პრაქტიკული მაგალითებით.”

თეგები: გიორგი კალატოზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved