• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ მოდუნდა მთავრობა? – ქუჩაში ჩვენი შვილები დადიან, ნუ დაავირუსებთ”

ალია ავტორი - ალია
18:44 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“COVID-19-ს თემაზე კიდევ ერთხელ დავწერ და მერე თქვენ იცით…

მთავრობას და პარლამენტს მივმართავ. ალბათ ხალხიც გაიგონებს.

გასააქტიურებელია მისახლეობასთან განმარტებითი საქმიანობა. ანტიპროპაგანდა დასაძლევია. ამ მხრივ რაც კეთდება, არაა საკმარისი.

სარეკლამო ჭრილში გასულ რეკლამებს არავინ უცქერის. უფრო ეფექტიანი ზომებია საჭირო.

ხალხს, მარტივ ენაზე, ერთხელ კი არა, ათასჯერ უნდა აუხსნათ, რომ მათი სახლში გამოკეტვის ინტერესი არავის აქვს და უნდა დაუსაბუთოთ არგუმენტებით.

ჩაკეტვა რომ გსურდეთ, ხომ გააგრძელებდით საგანგებო მდგომარეობას?!

უნდა აუხსნათ, რომ სახელმწიფოს, განსაკუთრებით მის სპეცსამსახურებს, არ აქვთ მოსახლეობის პირბადეებით სიარულის ინტერესი, მაგრამ დღეს საჭიროება მოითხოვს.

ყოველ დღე უნდა ესაუბროთ, რომ თუ არ სურთ თვითიზოლაციაში დაბრუნება, უნდა დაიცვან მარტივი წესები, უკეთ და ხშირად აუხსენით როგორ დაიცვან თავი სხვისგან და სხვები საკუთარი თავისგან.

მხოლოდ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება არაა საკმარისი ზომა.

გაიარეთ ქუჩებში და ნახეთ იმ საჯარო დაწესებულებების შესასვლელები, სადაც მომსახურებები გაიცემა, რამხელა რიგებია და იცავენ თუ არა წესებს.

ჩადით რაიონებში და ნახეთ, – ხელის ჩამორთმევა, გადახვევა, გადაკოცნა ჩვეულებრივად გრძელდება.

გაესაუბრეთ რას ფიქრობენ ვირუსის არსებობაზე, სჯერათ თუ არა?

ასევე, ბევრს რცხვენია როცა ხელს უწვდიან ან მისკენ საკოცნელად მიიწევენ, დისტანცირება მოახდინოს.

ხალხი რომ მოეშვა, ფაქტია, მაგრამ თქვენ რატომ მოეშვით?

ერთი გაურკვეველი ისტორიის (კლასტერის) გამო რაიონებს, სოფლებს კეტავდით, ახლა 5 გამოვლინდა.

ახლიდან ყველაფრის დაწყება რთულია, ალბათ შეუძლებელიც. ამიტომ მხოლოდ ხალხის ნდობის მოპოვება და მათი გამოცოცხლებაა გამოსავალი.

ხომ კარგად გესმით, რომ მეორე ტალღა, შესაძლოა აგვცდეს, შესაძლოა გადავიტანოთ, ან შესაძლოა აღმოჩნდეს დამანგრეველი?!

ტელევიზია, ფეისბუკი და მოკლე ტექსტური შეტყობინებები უფრო აქტიურად, რაც მთავარია, მეთოდურად სწორადაა გამოსაყენებელი.

ვისაც არ სჯერა ვირუსის არსებობის, ვინც ჯერ კიდევ ავრცელებს მავნებლურ პოსტებს და მოწოდებებს – “პირბადეებით ნუ დაგვახრჩვეთ”, თქვენი საქმის თქვენ იცით, ოღონდ შეიზღუდეთ ინფორმაციის და ვირუსის გავრცელების სივრცე, სხვებს ნუ დააზიანებთ, ნუ დაავირუსებთ და უნდობლობას ნუ შთააგონებთ, ქუჩებში ჩვენი შვილები დადიან და თქვენი ანტიპროპაგანდა მათ საფრთხეს უქმნის.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved