• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ იხდიდა 8 თეთრს ივანიშვილი ელექტროენერგიაში და გამოიმუშავებდა ბიტკოინებს და რატომ იხდის მოქალაქე 18-22-26 თეთრს?” – ხაბეიშვილი კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
16:55 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის გაერთინებული სხდომის ფორმატზე საქართველოს პარლამენტში, მიმართვა და თქვა:

“კითხვა მაქვს ივანიშვილის წარმომადგენელ პრემიერობის კანდიდატთან საწვავის ფასთან დაკავშირებით, 10 ლიტრი საწვავი როცა ჩვენს მოქალაქეს უჯდებოდა 20 ლარი, ახლა 30-32 ლარი უჯდება და სხვათა შორის, 1 500 000 ავტომობილია რეგისტრირებული, საშუალოდ ყოველდღიურად 700 000 ავტომობილი გადაადგილებდა თუ გამოაკლებთ თქვენ, რადგან ჩვენს ხარჯზე, ხალხის ხარჯზე გადაადგილებით ავტომობილით და საწვავის ფასი ნამდვილად არ გაღელვებთ, ეს პრობლემა აღელვებს ქართველ ხალხს. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს და ასეთი არის 667 000 პირი ელექტრო ენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა ტარიფების განახევრებას, ამასობაში კი ვხედავთ, რომ თუ 35-42 ლარს იხდიდნენ ელექტრო ენერგიაში, ახლა 55-62 ლარს იხდიან, თუმცა თქვენ ვინც წარმოგადგინათ პრემიერობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი ამაში 8 თეთრს იხდიდა და გამოიმუშავებდა ბიტკოინებს. აუხსენით საზოგადოებას რატომ იხდიდა 8 თეთრს ბიძინა ივანიშვილი და რატომ იხდის საქართველოს მოქალაქე 18-22-26 თეთრს და ბიზნესი მეტსაც. იურიდიული პირები კი იხდიან 32 თეთრს, უთხარით მოქალაქეებს ამ პრობლემას როგორ მოაგვარებთ. ასევე, გაზის ქვითარი რომ მოდის ადამიანებს მინიმუმ 8-11 თეთრით გაძვირებული, წყლის გადასახადიც არის გაძვირებული და თქვენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატი უთხარით მოსახლეობას, კიდევ შეეშინდება მოსახლეობას ქვითრის მისვლის თუ ამ პრობლემას მოაგვარებთ, როგორც იგივე საწვავთან დაკავშირებით.

ასევე, უნდა გკითხოთ საბანკო ოლიგარქიაზე, ბოლო მონაცემებით რაც იყო ოფიციალური 307 000 ადამიანს დალომბარდებული აქვს ქონება, ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქის ქონება არის ლომბარდში და ადამიანები მუშაობენ და წვალობენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ლომბარდის კაბალურ პირობებს დააღწიონ თავი და საბანკო ოლიგარქია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ასე გამოისახება ციფრებში – 2,7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება ნახა ბანკებმა, ახლა ამ კითხვასაც რომ სვამ, ამ წუთებშიც ბანკები 8-9 მილიონ წმინდა მოგებას ნახავენ და ამასობაში საქართველოში არ არსებობს სხვა ბიზნესი ისეთი, რომ საკუთარი კაპიტალის 30 პროცენტიან მოგებაზე გადიოდეს, როგორ მოახერხეთ ის, რომ 30-33 პროცენტ წმინდა მოგებაზე გადის საკუთარი კაპიტალის ბანკები და უთხარით იმ 1 600 000 ადამიანს, რომელიც 2000 ლარს რომ ისესხებს 5000 ლარს იხდის, რა შეუმსუბუქდება ამ მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი? ასევე, უთხარით იმ ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც გაუძვირდა პური მაგალითად და 50 თეთრიანი პური დღეს ღირს ლარი და 50 თეთრი, 1 კგ შაქარი 5ლარი, გაძვირებულია ზეთი, ასევე სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები და ამ ადამიანებს რა შეღავათი ექნებათ, ეს უთხარით და ასევე, ასევე, მოკლე სტატისტიკა გითხრათ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ საიტზე ნახავთ, რომ 303 000 ადამიანი ცხოვრობს 100-დან 900 ლარამდე ხელფასზე, ეს ადამიანები ფაქტობრივად დღეში მუშაობენ ერთ ევროდ, 3 ევროდ, 6 ევროდ და 6 ევროდ რომ ადამიანები მუშაობენ, ასეთი 29 272, 5 ევროდ რომ მუშაობენ 37 000 ადამიანი, 3 ევროდ რომ მუშაობენ 29 000 ადამიანი, ამ ადამიანებისთვის რა შვება იქნება, თქვენ რომ დაგნიშნათ ახლა ივანიშვილმა? 

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved