• რეკლამა
  • კონტაქტი
19:44, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

ალია ავტორი - ალია
21:20 06-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,358

პედაგოგი, მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი გურიიდან, ირმა გორდელაძე, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მიმართავს:

“გურიამ გამომიშვა თქვენთან, გურიამ… მოგიტანეთ გურული ფირალების მუხტი და შემართება… საქართველოში გურიის რეგიონში რომ ბუნტი და ჯანყი ყოფილა რუსული იმპერიის და დამპყრობლების წინააღმდეგ, არც ერთ რეგიონში არ ყოფილა ისეთი. ახლა რა ჭირი გვეტაკა არ ვიცი, მაგრამ ვაცოცხლებთ ნელ–ნელა.

18 წლის გოგო ვიყავი აქ 9 აპრილის დღეებში რომ ვიდექი, ყურში ჩამესმის მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სიტყვები, ექვთიმე თაყაიშვილის სოფლიდან ვარ, მიშრომია, მიღვაწია თავისუფლებისთვის და რა? – დღე ის მოცემულობა გვაქვს რომ ქართულმა ოცნებამ გაგვიჩალიჩა ევროკავშირის ოცნება, ვერ შევალთ, თუ არ დავდექით მაგრად და არ გავერთიანდით. რა ვითმინეთ მთელი ეს წლები? – ვითმინეთ საზოგადოების დაყოფა ნაცებად, ქოცებად, იმებად, ამეებად – იყო ასე? ქვეყანაში სიძულვილის ენა იყო? დაგვაჭმიეს ერთმანეთი? დაცარიელებული სოფლებია, ხალხო, საქართველოში, მილიონი ემიგრანტია გაქცეული, მათი გამოგზავნილი, ევროპულიდან გამოგზავნილი ფულით არ არჩენენ ოჯახებს? საქართველო უმდიდრესია ბუნებრივი რესურსებით, ჩვენ გვხმარდება? რეგიონები ისევე ღარიბია. რამდენს გაგთენებიათ ფიქრში, ბანკის ვალი მაქვს ხვალო? რამდენს შია და რამდენი მომკვდარა იმის გამო, რომ ვერ იმკურნალა? – და ეს ყველაფერი ჩვენ ვითმინეთ ეს წლები. ვითმინეთ პარლამენტში მოჭიკჭიკე ჩიტები.

გეკითხებით ერთ რაღაცას – როდესაც ქართველი ერი ვართ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ირაკლი ღარიბაშვილი? არც ერთი არ ამირჩევია მე. ასჯერ რომ მოგვატყუე ბატონო პრემიერო, დღეს ბრიფინგზე რაც თქვი, რატომ დაგიჯერო?

ეს ყველაფერი ვითმინეთ, ხომ? რუსული საცეცები, რუსული პროპაგანდა ყველგან, ალტ–ინფოს ოფისები. იმ 12 მოთხოვნას, რომელიც აქვს ევროკომიას, მე დავამატებდი მე–13 მოთხოვნას, აიკრძალოს ალტ–ინფო და გაუქმდეს ეს ფაშისტური პარტია. არ გააკეთებენ ამას და მიყობიან უკან.

მე ვარ პედაგოგი, ვასწავლი ისტორიას და სამოქალაქო განათლებას, 27 წელია მუხლჩაუხრელი ვშრომობ და მომავალ თაობას ვასწავლი პატრიოტიზმს, ადამიანის უფლებებს, სიყვარულს და ოთხი თვეა ქუჩაში ვარ, იმიტომ რომ ვიცი, რუსი ოკუპანტია, მძულს, მძულს!

მაგრამ ისიც ვიცი, ოკუპანტის გაზრდული შენი თანამემამულე უფრო საშიშია. მე უკან დასახევი გზა არა მაქვს, ყველაფერი სასწორზე დავდე, იმ ჯიშის და ჯილაგის ვარ, არ მეშინია, რას ვითხოვ არაკანონიერს? სუსი მე და ჩემ მეგობრებს რომ დაგვსვდევს, ქვეყნის უსაფრთხოებას მიხედოს.

ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი ახლა რა მოვითმინეთ ეს წლები – მთავარი – თაობები შეეწირა ევროინტეგრაციას, არ გვაპატიებენ მათი სულები, რომ დღეს ჩვენ ჩავაფხაოთ. თუ რამის გამკეთებელი იყო, 5 დღე იყო შუალედი, რომ გამევიდნენ 3 დღის წინ და გაგვისწრია გერმანიიზა, გაგვისწრია ნორვეგიიზა, ტეტა, ტეტა, რა იაბდლენ… ხოდა, ყველაფერიზა გაგვისწრია, თურმე და დღეს თანახმა ვარ, შევასრულო მოთხოვნები, მარა სასამართლო კაი მაქვსო, ოლიგარქი არ გვყავსო, ვაიმე, რა ვქნათ, ხალხო, სანამდე ევიტანოთ, გეკითხებით.

ვხედავ ბევრ ახალგაზრდას, სტუდენტებს, მეტროთი მოვედით ერთად, გავიფიქრე, თურმე ტყუილად არ ვწვალობთ, ტყუილად არ გვიშრომია, დაინახოს შინაურმა და გარეულმა მტერმაც, რომ ქართველი ერის დამონება შეუძლებელია.

მეცოდება საჯარო მოხელეები, დიდი შიშის ქვეშ არიან, ხალხო, გამოდით, შემოგვიერთდით, ნუ გეშინიათ.

მივმართავ პარლამენტარებს, რომ გვასკინტლავენ მისი ჭკუით თავზე, ყველა გამოსვლის დროს, ქართელი ერი ბრძენია, ყველა ხვდება ვინც ხართ თქვენ, ჩაიხედეთ თქვენ გულებში და თქვენ შვილებს ჩახედეთ თვალებში, თუ ხართ მართალი – ყველაფერი ფულზე იყიდება? 2 შაურად ფოთის პოლიცმეისტერი ჩეიხდის, თურმე? ქართველები არ ვიყიდებით არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის ქარვასლა.

ქართველი ერი არის ჭკვიანი, გონიერი და როცა მნიშვნელოვანი საკითხია, თვითგადარჩენის ინსტიქტი ირთვება.

რა ვქნათ? გეკითხებით? გამოცხადდება აქ რაც უნდა ვქნათ და იმ პათოსს უერთდება ჩემი მოძრაობა გურიიდან, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისათვის.”

ეცდებიან მუხტი დააგდონ, დაგვშალონ, დაგვაპირისპირონ, დრო გაიყვანონ და სათითაოდ მოგვსდგნენ, ამიტომ მოვთხოვოთ, 12 პუნქტი ევროკავშირის და მე–13 მე მივამატე ალტ–ინფოს გაუქმება. დაიწყონ ამაზე მუშაობა, თუ არ დაიწყებენ, დაიწყება ერთიანი სახალხო ფრონტი საქართველოს მასშტაბით.

გაუმარჯოს თავისუფალ, მოუსყიდველ, გონიერ საქართველოს, ვიყოთ ერთად და გავიმარჯვებთ.”

გამომსვლელის სტილი დაცულია. 

თეგები: 24 ივნისიაქციაირმა გორდელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved