• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გაუშვა 2004 წელს სააკაშვილმა ჯულიეტა ვაშაყმაძე და როგორ ინიშნებიან ოპოზიციაში მყოფი პირების ოჯახის წევრები მსუყე თანამდებობაზე

ალია ავტორი - ალია
20:57 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაერიდა, არამედ თუ მისსავე სიტყვებს გავიმეორებთ – ქართული პოლიტიკური სივრციდანაც წავიდა!

რამდენად სარწმუნოა, მისი ან წერილობით, ანდა სტელევიზიო ეთერით გაჟღერებული ნათქვამი, ძნელი სათქმელია, მაგრამ მისი წასვლა რომ ბევრს გაუხარდა, ესეც ფაქტია და ბევრს რომ ცრემლები მოჰგვარა, ესეც…

რა დაუტოვა საქართველოს ბიძინა ივანიშილმა, ამას ისტორია იტყვის, მაგრამ საქართველოს რომ პოლიტიკურად გაკოტრებული „ქართული ოცნების“ გუნდი შეაჩეჩა, ეს ფაქტია და თუ მისსავე სიტყვებს გავიმეორებ, „ვოცნებობ, ისეთი გუნდი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეყოლება ოპოზიციაშიო!“ ეს სიტყვები კი მარტივ ენაზე იმას ნიშნავს, რომ სულ მალე „ქართული ოცნება“ მარტივ მამრავლებად დაიშლება და დიდი ალბათობით, მის წიაღშივე აღმოცენდება ახალი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლებს, სხვა დანარჩენ, მათთვის მისაღებ ადამიანებთან ერთად!!!

ბიძინა ივანიშვილს ბევრი ლანძღავდა და ბევრიც აქებდა, მაგრამ მე გამკვირვებია იმ ადამიანებისგან ლანძღვის, ვინც იმავე ბიძინას წყალობით ფულიც იშოვა და ვისი ოჯახის წევრებიც მაღალანაზღარებად სამსახურებში წამოიპლაკენ, რბილ სავარძლებში….

საქართველოში არის ისეთი ოჯახებიც, ცოლ-ქმარი პარტიული ნიშნით რომ არიან გაცილებულები და ისეთებიც, რომლის წევრებიც ერთნი აქებენ და მეორენი მიწაში დებენ არსებულ ხელისუფლებებს, ოღონდ ამით მათი საოჯახო ბიუჯეტი არანაირ ზარალს არ განიცდის! როგორ? როგორ და აი, ასე…

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ახალი კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც შავლეგ მიშველაძე უხელმძღვანელებს. ახალი კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი სამეთვალყურეო საბჭომ 30 იანვარს ოფიციალურად დაამტკიცა.  

ახლა, ხომ საინტერესოა ვინ არის შავლეგ მიშველაძეეე?

ვინ არის და ტვ პირველის  წამყვანის, ეკა მიშველაძის ძმა. ამ ეკა მიშველაძეს თანაწამყვანად ბოლო დროს თავისი ქმარი, ყოფილი მინისტრი, ერთ დროს ივანიშვილის გუნდის წევრი და მერე ოპოზიციაში გადასული  ბუკა პეტრიაშვილი რომ უზის, ეგეც ხომ იცით, ჰოდა, თუ ჟურნალისტზე არაფერს ვიტყვი, ეს შავლეგ მიშველაძე ხომ არის ოპოზიცინერი ბუკა პეტრიაშვილის ცოლის ძმა!

ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ასე მარტივად და ბრმად შეიძლება გახდე რომელიმე საბჭოს ხელმძღვანელი, მითუმეტეს ნავთობპროდუქტების და გაზის  სფეროში, სადაც დიდი ფული იშოვება და სადაც ოპოზიციონერის ოჯახის წევრი ინიშნება ხელმძღვანელ პირად? ეს ხომ ზღაპარია?  აბა, მაშ ეკა მიშველაძე მეუღლითურთ რა ზღაპრებს ჰყვება თუნდაც რუსეთზე, მის ოკუპაციაზე თუკი მისი ძმა ნავთობში დასაქმებამდე, რუსულ „ლუკოილში“ მუშაობდა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და სწორედ ამ თანამდებობის შემდეგ წაიყვანეს კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე? ანუ ფული იყოს და ოკუპაციის დედა არ ვატირეო, ასე გამოდის, ბუკაჯან?

როგორც აღვნიშნე, ივანიშვილს ბევრი აგინებდა, მაგრამ ბევრიც ლოცავდა. არც სოციალურ ქსელში დაამადლეს კეთილი სიტყვა და ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ისიც კი გაიხსენა, როგორ მიეხმარა ივანიშვილი ყავის მოდუღებაში….

არ დავიწყებია მადლობის გადახდა ცნობილ ფეხბურთელს ნუკრი კაკილაშვილსაც, რომელსაც ივანიშვილმა ფინანსური დახმარებით სიცოცხლე აჩუქა და ქუჩაში არ დატოვა საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემების გამო!

ისტორია კი ასეთი ყოფილა…

ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი წლების წინ სამშენებლო ფირმის მფლობელს დაკავშირებია და თბილისში, ბოდბის N4-ში მეშენებარე სახლში ბინის საფასური 82.000 დოლარი გადაუხდია! თავის მხრივ, სამშენებლო შპს მფლობელი დაჰპირებია, რომ ორ წელიწადში ბინის გასაღებს ჩააბარებდა! აღსანიშნავია, რომ კაკილაშვილმა ბოდბის ქუჩაზე ახალი ბინის შესაძენად, მისი იმჟამინდელი სახლი ჩადო ბანკში იპოთეკური სესხით და რადგან ახალი ბინის მშენებლობას აღარ დაადგა საშველი, კონფლიქტიც მოუვიდა მშენებელთან….

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ბანკმა ნუკრი კაკილაშვილის გამოსახლების მოთხოვნით მიმართა სააღსრულებლო ბიუროს, მივიდნენ გამოსახლებაზე და რომ არა იმ წუთას განვითარებული გულის ინფარქტი, დღეს კაკილაშვილი თავის სახლში ვერ დარჩებოდა…. ამას თან დაერთო სხვა თანმდევი რეციდივებიც და თბილისიდან თურქეთში კაკილაშვილი მეგობრებმა წაიყვანეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული არაერთი ათასი დოლარის მეშვეობით! პრესით არაერთხელ უთქვამს ცნობილ ფეხბურთელს, რომ იგი ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა როგორ სიკვდილს, ისე უსახლობას!

ანუ, ნუკრის ბანკის ვალი გადავიდა „ქართუ ბანკში“ დაბალ პროცენტში და ნელ-ნელა ისტუმრებდა მისი ოჯახი!

ალბათ საინტერესოა, ვინ იყო ის მშენებელი, რომელმაც კაკილაშვილის ისტორიაში საბედისწერო როლი შეასრულა ხომ?

ვინ იყო და…. მოგვანებით „ქართული ოცნების“ ეგიდით გამხდარი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე! რომელიც ორი წლის წინ პარტიიდან გარიცხეს.

ნუკრი კაკილაშვილის მადლიერების შემდეგ, ჩემმა ერთმა კოლეგამ შემახსენა მასსა და ჭიჭინაძეს შორის მოხდარი ინცინდენტი და ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა აწ უკვე ოპოზიციონერ ჭიჭინაძესთან იმის გასარკვევად, რით დასრულდა მათი საბინაო კონფლიქტი…. ნეტავ, არ დამერეკა…

ჯერ ხომ ისეთი ბრექით მიპასუხა, მეგონა კანონიერ ქურდთან ვრეკავდი, მინიმუმ მაღალი რანგის ჩინოვნიკთან!

ზრდილობის ფარგლებში მივესალმე, მივულოცე ახალი წელი და როგორც კი კაკილაშვილი ვახსენე, ამოხტა პირამიდიდან:

„ადეიშვილის პროკურატურის კარზე მარბენინა ოპოზიციონერი კაცი მაგ კაკილაშვილმა, რომ იცოდეთ, ეგ სახლი, რომლის წართმევაც ბანკს უნდოდა, მე გამოვუსყიდე და მეორეც, ფული თუ მომცა, რაიმე დამადასტურებელი საბუთი არ უნდა ჰქონოდააა? ჯერ გაარკვიეთ და მერე მირეკეთ, ან როგორ მიბედავთ ასეთ კითხვებს, როცა პროკურატურამ დანაშაულის ნიშნებიც კი ვერ დააფიქსირა საქმეში? ბიძინას მადლობებს იმიტომ უხდის, რომ მისი ვალი თავის ბანკში გადაატანინა და ახლაც იხდის მგონი“…

ბატონო დავით, ნუ ნერვიულობთ, წყნარად მითხარით, წყნარად-მეთქი, რამდენჯერმე ვთხოვე… ისიც ავუხსენი, რომ მისი კომენტარის გარეშე არ მინდოდა ამ სტატიის დაწერა და რომ მას აქვს საშუალება თავისი პოზიციაც დააფიქსიროს. ჰოდა, ვირო მადლიო:

– „ქართული ოცნების“ მოგზავნილი პროვოკატორი ხარ, ვიღაც ხარ, თორემ რითი ვეღარ დაასრულეთ ამ თემაზე საუბარიი?.. – ეს რომ მითხრა, აი აქ კი გავბრაზდიიიი…. მე და „ქართული ოცნება“? ან როდის ყოფილა მიქია და მიდიდებია პარტია, რომელმაც ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა თავისი უმოქმედობითა და გაუაზრებელი, უმეცარი პოლიტიკით? ვაზელინწასმული ჭიჭინაძე როცა ბიძინას ელაქუცებოდა, მე აფხაზეთის დაბრუნებაზე ვწერდი სტატიებს და ვწუხდი იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში ჭიჭინაძისნაირები არათუ დაბრუნების გზებზე, არამედ სიტყვა „აფხაზეთის“ ხსენებასაც ვერ ბედავდნენ და ისეთ კანონებს იღებდნენ, რომელსაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არაფერი მოუტანია!

და ეს ჭიჭინაძეები იბრიქებიან, როგორ გველაპარაკებითოო?

როგორ გელაპარაკებით და ისე, რისი ღირსებიც ხართ, გასაგებიაა?

იქნებ თავი მართლაც ხალხის რჩეულები გგონიათ და ცა ქუდად იმიტომ არ მიგაჩნიათ?

ამ სტატიის წერისას, თვალი ტელევიზორისკენ გამექცა და სააკა დავინახე…

„ჯულიეტა ვაშაყმაძე როგორ გაუშვეს სამსახურიდან ამ გარეწრებმა?

ერთი ყვავილიც არ მიუტანიათ კი არა, პანაშვიდზეც არ მისულან „პირველი არხიდანო“ დააყოლა და მაშინვე გამახსენდა …

2004 წელს არამხოლოდ ჯულიეტა ვაშაყმაძე, არამედ პროფესიონალებისგან შემდგარი 2 300 კაციანი შემადგენლობა მოისროლეს ქუჩაში სააკას დავალებით, ზაზა შენგელიას ხელშეწყობითა და თიკა რუხაძის ცელით!

ზაზა შენგელია ვინც არის და რაც არის, მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ ბევრმა არ იცის, ვინ არის თიკა რუხაძე…

მას მამუკა მდინარაძის ქოლგა ჰხურავს და ე.წ. პიონერთა სასახლის დირექტორიც სწორედ მისი დახმარებით გახდა!

აი, ეს ხართ პოლიტიკოსების, მედიის და ხელისუფლებაში შემძვრალების დიდი უმრავლესობა და უკაცრავად, მავანისგან განსხვავებით ოსანას რომ ვერ გიმღერით!

რასაც იმსახურებთ, იმას გიწერთ და გპირდებით, მომავალშიც ასე გავაგრძელებ!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ჭიჭინაძემამუკა მდინარაძემიხეილ სააკაშვილიჯულიეტა ვაშაყმაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved