• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გაძვირდა საწვავი? – ბიზნეს ასოციაციის განმარტება

ალია ავტორი - ალია
17:39 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასებს განსაზღვრას საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა. ქვეყნის შიგნით კი საწვავის სარეალიზაციო ფასის დადგენაში მონაწილეობას იღებს სამი (სამი) მთავარი პარამეტრი: საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, საწვავის იმპორტზე მიკუთვნებული გადასახადები და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, გარკვეული ჯგუფების მიერ არასამართლიანი და არაობიექტური ქმედებები ზოგადად დამაზიანებელია მთლიანად ბიზნეს კლიმატისათვის.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას, ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ამავდროულად, საწვავზე ფასების მატება, ასევე, უარყოფითად აისახება იმ ეკონომიკურ აგენტებზეც, რომლებიც ეწევიან საწვავის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას, ამ კომპანიებს ეზრდებათ ხარჯები საბრუნავ სახსრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნის გამო და უმცირდებათ ეკონომიკური მოგება, რადგანაც ვერ ხერხდება ფასების მატების სრული მასშტაბით გადატანა საბოლოო მომხარებელზე.

უფრო კონკრეტულად, ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასებს განსაზღვრას საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა. ქვეყნის შიგნით კი საწვავის სარეალიზაციო ფასის დადგენაში მონაწილეობას იღებს სამი (სამი) მთავარი პარამეტრი: საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, საწვავის იმპორტზე მიკუთვნებული გადასახადები და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. აღნიშნული არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის რაიმე ექსკლუზიურ გარემოებას და მსგავსი ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც სრულად არიან დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.

კიდევ უფრო კონკრეტულად: 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საერთაშორისო ფასები ბენზინზე (Platts Premium Unl 10 ppm) საშუალოდ შეადგენდა 378 აშშ დოლარს. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საერთშორისო ფასები საშუალოდ შეადგენს 791 აშშ დოლარს. ანუ, საერთაშორისო ფასები გაიზარდა 2-ჯერ და უფრო მეტად (+109%). ახლა კი შევადაროთ, როგორ გაიზარდა საქართველოში ყველაზე მეტად მოხმარებადი, „რეგულარის“ ტიპის საწვავის საცალო ფასი 2020-2021 წლებში: შარშან, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, „რეგულარის“ საცალო ფასი საშუალოდ შეადგენდა 2,14 ლარს, ხოლო წელს ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ შეადგენს 3,07 ლარს (იხილეთ დიაგრამა). ანუ, რეგულარის საცალო ფასის ზრდამ შეადგინა მხოლოდ +43%, რაც ახლოსაც კი ვერ მიდის საერთაშორისო ფასების ზრდის პროპორციასთან (+109%). სწორედ ეს იყო ნათქვამი „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის მიერ ამ საკითხზე კომენტირებისას, უბრალოდ ვციტირებთ: “საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, ფასები ადგილობრივ ბაზარზე პირდაპირპროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, რომ კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს”.

ამ ფონზე, გარკვეული ჯგუფების მიერ არასამართლიანი და არაობიექტური ქმედებები ზოგადად დამაზიანებელია მთლიანად ბიზნეს კლიმატისათვის. ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანი უნდა შევჯერდეთ იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ სწორედ კერძო სექტორის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად – საზოგადოების კეთილდღეობა. ამასთან, საზოგადოებისათვის სრულიად ნათელია, რომ ბიზნესზე მსგავსი თავდასხმები ვერ იქონიებს ზეგავლენას მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე და, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ტიპის ქმედებები ისევ და ისევ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას და დასაქმებულ ადამიანებს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ასეთ დროს, საზოგადოება იყოს სოლიდარული და ნებისმიერ საკითხზე სამსჯელოდ აუცილებელია შეირჩეს კომუნიკაციის სწორი ფორმა. ჩვენის მხრივ, სურვილის შემთხვევაში, რასაკვირველია, ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ავუხსნათ საქმის პროფესიული და ობიექტური მხარე.

და ბოლოს, ყველას გთხოვთ, ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკური განვითარებაა ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი და თუნდაც ერთი სექტორის მიმართ ნებისმიერი ფორმით წარმოებული უსაფუძვლო და არასამართლიანი კამპანია, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მთელ ბიზნესზე და დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved