• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გადაიფიქრა ერდოღანმა ათი ელჩის გაძევება?

ალია ავტორი - ალია
18:58 10-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნიდან ათი ელჩის გაძევება გადაიფიქრა. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელჩებმა “უკან დაიხიეს” და მომავალში განცხადებების გაკეთების დროს უფრო ფრთხილად იქნებიან.

ერდოღანის გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და აშშ-ს საელჩოებმა ტვიტერზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდნენ.

შეგახემენთ, 23 ოქტომბერს ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ დასავლეთის ქვეყნების ათი ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა მას შემდეგ, რაც მათ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული უფლებადამცველის, ოსმან კავალუს გათავისუფლება მოითხოვეს.

ოსმან კავალა 2013 წელს თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მოწყობისთვის დააკავეს. ის ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი.

თურქეთი ევროსასამართლომ დაავალდებულა, დაკავებული ბიზნესმენი რაც შეიძლება სწრაფად გაეთავისუფლებინათ, თუმცა საპასუხოდ მოსამართლემ მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

თეგები: ერდოღანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved