• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ჩაშალა “ოცნების” გეგმა და რა ბედი ელის რურუას? – “დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა”

ალია ავტორი - ალია
20:24 05-18-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან, ანუ მოხდა ის, რაც უკვე 8 მარტს იცოდა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. იცოდა პრაქტიკულად ყველამ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი მაქსიმალურად გააჯანჯლა, დასავლეთს ხმაური აატეხინა და ბოლოს პრეზიდენტს შეაწყალებინა ეს ორი ადამიანი. კითხვას, რატომ არ გათავისუფლდა საპატიმროდან გიორგი რურუა, ორი პასუხი აქვს. პირველი ის, რომ რურუას მისჯილი არ აქვს და მეორე, ხელისუფლებას სურდა, დასავლეთს ზუსტად ისევე ეწოდებინდა პოლიტპატიმარი რურუასთვის, როგორც ეს უგულავასა და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, შემდეგ კი გაიხსენოს ძველი ამბები, რაც გიორგის, იგივე „ჟორიკა“ რურუას აქვს ჩადენილი და საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გაამძაფროს.

ასეა თუ ისე, 15 მაისს მომხდარი შეწყალების აქტი „ოცნებისთვის“ აშკარად ურბილესად რომ ვთქვათ, ცუდი იყო და მომხდარის „გაპრავება“ და პრეზიდენტზე ხელების შეწმენდა ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჩანს. რეალურად, საპარლამენტო უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ კონსტიტუციის ცვლილებას ოპოზიციის გარეშეც შეძლებდა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა არამარტო პატრიოტთა ალიანსთან, არამედ ე.წ. „განაწყენებულებთან“ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. იქ ეკა ბესელიამ თქვა, აუცილებლად დავუჭერ მხარს ცვლილებებსო და მოულოდნელად უბედურების ზარმა მაშინ ჩამოჰკრა, როცა კახა ოქრიაშვილმა ღიად დააფიქსირა, ჩემი ფრაქცია წინააღმდეგ წავაო. უკვე ნათელი შეიქმნა, რომ ისედაც სათუო ოდენობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ამიტომ, უგულავას და ოქრუაშვილს თავისუფლების „ზვანოკმა“ დროზე ადრე მოუსწრო.

მანამდეც ითქვა და ახლა ბეჭედი დაესვა იმას, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში კანდიდატი გიგი უგულავა იქნება, შიდა ქართლში კი კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის. მათგან გმირების გამოძერწვას ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, რამდენად მოუხერხდება ადამიანური რესურსის მობილიზება, სხვა საკითხია, მაგრამ ოქრუაშვილს მშობლიურ მხარეში მხარდამჭერები აშკარად ჰყავს და არც უფულობა უჩივის.

ალია №16

ეს მასალა “ალიას” დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა, გაზეთის გამოსვლიდან რამდენიმე საათში, ოქრუაშვილმაც და უგულავამ დაადასტურეს, რომ მაჟორიტარებად იყრიან კენჭს:

“ლოგიკურია, რომ მაჟორიტარი ვიყო და ივანიშვილს მაინც მოვუგებთ”

“იქნება თუ არა ოქრუაშვილი მაჟორიტარი?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved