უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მე-6 არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ ერშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი კი სავარაუდოდ ის უზარმაზარი დანაკარგები გახდა, რაც რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა.
წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მე-6 არმიამ 2000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180-მდე წვევამდელია. ჟურნალისტის ინფორმაციით, ერშოვი ამჟამად შინაპატიმრობაშია და მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს.
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 25-დღიანი ომის შედეგად, უკრაინაში 9861 რუსი სამხედრო დაიღუპა, 16 ათასზე მეტი კი დაიჭრა. სტატია მალევე წაიშალა.
“ეს სტატია გაეპარათ, რუსეთმა პრაქტიკულად დაადასტურა 10K დაღუპული და 15K დაჭრილი” – უჩა აბაშიძე
კომენტარები