• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ემუქრება აფხაზებს მოსკოვი სანქციებით და რას პასუხობენ აფხაზები? – “იძაბება ურთიერთობები” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
17:22 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
643

“ენმ”–ის თავმჯდომარე, ნიკა მელია:

“იძაბება ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის მას შემდეგ, რაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონში და ამიერიდან დეპუტატი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც იცის აფხაზური ენა. ანუ შეიძლება გახდეს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, რადგან სხვები (მით უმეტეს რუსები) აფხაზურ ენას ვერც სწავლობენ და არც სწავლობენ.

მოსკოვიდან აფხაზებს უთხრეს, რომ თუ ეს კანონი დაუყოვნებლივ არ გაუქმდებოდა, სერიოზულ სანქციებს ვერ ასცდებოდნენ

პასუხად აფხაზები ეუბნებიან რუსებს, რომ აფხაზეთში ყველა მაინც რუსულად ლაპარაკობს, ეს აფხაზური ენის გადასარჩენად გვჭირდებაო…. და ა.შ და ა.შ

ოღონდ ეს არგუმენტები მოსკოვისთვის დამაჯერებელი არ არის – ამ კანონში ისინი ხედავენ იმავე ტენდენციას, რასაც წლების განმავლობაში ხედავდნენ უკრაინაში, სადაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რომლითაც ზღუდავდა რუსულ ენას სახელმწიფო უწყებებში, რომ ხელი შეეწყო უკრაინული ენის დამკვიდრებისთვის ოფიციალურ დონეზე.

ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიისა: უკრაინული ენა სახელმწიფო უწყებებში მისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ უკრაინული სახელმწიფო შენდებოდა და უკრაინული შინაარსი ექნებოდა იმ სახელმწიფოს.

ზუსტად ასევე, რუსებს ახლა ეჩვენებათ, რომ რახან აფხაზეთში აფხაზური ენის პრიორიტეტი მკვიდრდება, აფხაზები `აფხაზური შინაარსის` სახელმწიფოს აშენებენ და არა რუსულენოვან, რუსული შინაარსის სახელმწიფოს.

მაშინ მოსკოვში სვამენ კითხვას: თუკი ასეა, აფხაზური შინაარსის სახელმწიფო რუსეთის ბიუჯეტიდან რატომ უნდა ვაფინანსოთო? (აფხაზეთის ბიუჯეტი ხომ 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული )

აფხაზები პასუხობენ: აბა რა, ვალდებული ხართ დაგვაფინანსოთ, რადგან აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა დავაკანონეთ და ჩვენ რომ არა, ახლა ფსოუზე, საქართველოს გამო, საზღვარი NATO-სთან გექნებოდათო.

ერთი სიტყვით, უკრაინის გამო რუსეთი ახლა დასუსტდა, აფხაზებმა დრო იხელთეს და ცდილობენ თავიანთი სეპარატისტული სახელმწიფოს `აფხაზური შინაარსის` საძირკველი ჩაყარონ – მოსკოვი ჩვენთვის ვერ მოიცლისო.

თუმცა კრემლმა მიანიშნა, რომ თუ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული, რუსეთი ფსოუს საზღვარს ჩაკეტავს.

`მაშინ ჩვენ თურქეთისკენ გავიხედავთო` – აშინებენ სოხუმიდან;

და სად ვართ ამ დროს ჩვენ?! ჩვენ ამ დროს ჩვენი ხელისუფლების გამო ამ მხრივაც სრულ ვაკუუმში ვართ

და ბოლოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველო ევროკავშირის წევრად და და ასეთ დროს აფხაზების ჩვენს მიმართ დამოკიდებულება …. ის აუცილებლად დრამატულად შეიცვლება და ჩვენთან კვლავ თანაცხოვრების პრაგმატული სურვილი გაუჩნდებათ.”

თეგები: ნიკა მელიაოკუპირებული აფხაზეთირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved