პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
ბევრს დაებადა კითხვა – რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლიაცია?
მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას.ბუნებრივია, რომ მხარეებისთვის ამ პაექრობის მიზანი საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ ფორმირებაა.პრობლემა იმაშია, რომ თუ მოპასუხე მხარე ამ ამოცანის შესასრულებლად აპელირებს სამართლის და სამართლიანობის პრინციპებზე, ქართული ოცნების ამოცანა სულ სხვაა. მათ არც ილუზიაა აქვთ და არც ამბიცია, რომ ვიღაცას თავის სიმართლეს დაუმტკიცებენ. უბრალოდ ახდენენ ძალის დემონსტრირებას. სამიზნე საზოგადოებას ეუბნებიან – ამ პარტიებმა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ორჯერ ორი ოთხია, მე ბოლოს ვიტყვი, რომ ხუთია და თქვენ ამას გაჭმევთ. მე არ მაინტერესებს, გიყვარვართ, თუ არა. მინდა, რომ მარტივად გეშინოდეთ და შესაბამისად მემორჩილებოდეთ.გამომდინარე იქიდან, რომ სამიზნე აუდიტორია არც აქტიური ქოცია (ისინი უსედაც ჯიბეში ყავთ) და არც აქტიური ოპოზიციონერი (ისედაც დაკარგული ყავთ), არამედ ლატენტური კონფორმისტი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ სანამ ალტერნატულ ძალას არ დაინახავს, სკეპტიციზმის და ნიჰილიზმის ტყვეობაში ჩუმად იქნება, ხელისუფალი თვლის, რომ ამ პაექრობით ის რჩება მოგებული.რა უნდა ქნას მეორე მხარემ, რომ შეარყიოს ეს მოცემულობა?უნდა გამოვიდეს ამ აკადემიური პრანჭვის პოზიციიდან, თავი დაანებოს საკუთარი მორალური და ინტელექტუალური უპირატესობით უბრალოდ ტკბობას და დაიწყოს ამ უპირატესობის კაპიტალიზაცია პროცესის გამწვავების გზით, სადაც შესაძლებელი გახდება ძალის დემონსტრირება და კონფორმისტული განწყობების გარღვევა.
სხვაგვარად ხვალ ვინმე გორდულაძე გამოვა და მორიგ ჯერზე იტყვის – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის და მართალიც იქნება…











კომენტარები