• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დაწერა “ჯანმომ”, რომ საქართველოში 48 ადამიანია კორონავირუსით დაავადებული?

ალია ავტორი - ალია
08:50 03-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

გასულ ღამეს BBC-მ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოში 13 კი არა, 48 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.

როგორც “პრაიმტაიმი”წერს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი, რეალურად კი საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 13 შემთხვევა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მიერ გვიან ხდება შემთხვევების შეტყობინება (ეს არ ეხება საქართველოს), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალურ შეტყობინებასთან ერთად იყენებს სხვადასხვა წყაროებს ინფორმაციის შესაგროვებლად გამონაკლისის სახით. ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია იყო ინფორმაცია 39 ახალი შესაძლო შემთხვევის შესახებ, რაც ჯანმო-ს პროგრამამ გადათარგმნა როგორც 39 ახალი შემთხვევა და თარგმანში დაიკარგა სიტყვა „შესაძლო“, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჯანმოს ცენტრალურ ოფისს და ხარვეზი იქნა გამოსწორებული, ამის შესახებ ასევე ეცნობა ჯანმოს რეგიონულ დირექტორს“ – განგვიმარტეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. (პრაიმტაიმი)

ცუდია, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ ოფიაციალურ მონაცემებს არ ეყრდნობა, ძალიან ცუდია.

მაინც გაუგებარია, როგორ მიიღო ფიცრი 48 ჯანმომ?

გუშინწინ საქართელოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იყო 12, გუშინ – 13.

თუ ჯანმომ გამოიყენა თუნდაც გუშინწინდელი მონაცემი და 12 ინფიცირებულს დაუმატა 39 შესაძლო ინფიცირებული – 12+39 აშკარად არ არის 48 და მით უფრო არ არის 48-ის ტოლი – 13+39.

ასევე, გაუგებარია, რატომ არ იცვლება საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მონაცემით კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვი და რატომ იზრდება სტაციონარში მოთავსებულთა რიცხვი, რომელიც, ამჟამინდელი მონაცემებით 69-ს შეადგენს?

ის ადამიანები, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ანალიზის მიხედვით კორონავირუსი – კარანტინში გადაგვყავსო, გვეუბნებიან, მაშ, როგორ მოხდა, რომ უკვე მეორე დღეა კარანტინში მყოფ ადამიანთა რიცხვი არ იზრდება, მაგრამ იზრდება სტაციონარში მყოფ პაციენტთა რიცხვი? ანალიზის პასუხს – ერთ დღეზე მეტი დრო სჭირდება? იმ ადამიანებს, რომელებსაც გუშინწინ ჩაუტარდათ ანალიზი და პასუხი უარყოფითი იყო – სტაციონარში რატომ, ტოვებენ? რატომ არ გადაჰყავთ კარანტინში?

თუ ეს არ იყო ტექნიკური შეცდომა – მაშინ გამყრელიძეს მალე მოუწევს ინფიცირებულთა უფრო მაღალი ციფრის დასახელება, თორემ, როგორც ვხედავთ, ჭორ-მართალი უკვე ზედა ეშელონებიდან ვრცელდება.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved