• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რატომ დაემართა ეროვნულ ბანკს ოქროსა და ჩინური იუანის მიმართ ასეთი ციებ-ცხელება?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
22:05 11-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ოქროს ფასი კატასტროფულად დაეცა-წლის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ საბაზრო მაჩვენებელთან შედარებით მისი ღირებულება დაახლოებით 37%-ით შემცირდა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს შეძენილი დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს გადაფასებისას, საორიენტაციოდ 75-80 მილიონი დოლარი დაკარგა.

მთლიანობაში, ოქროს შეძენით ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ დადებითი შედეგი აქვს, რადგან 2024 წელს ნაყიდი 500 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირდა. თუმცა, 2024 წლის წარმატებული ინვესტიცია ვერ გაამართლებს 2026 წელს დამატებითი ოქროს შესყიდვის წარუმატებელ გადაწყვეტილებას, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ შეფასდა რისკები და ალტერნატიული ინვესტიციების მოსალოდნელი შემოსავალი.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ოქრო საპროცენტო შემოსავალს არ გამოიმუშავებს. ის შეიძლება იყოს რეზერვების დივერსიფიკაციისა და რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტი, მაგრამ მისი ფლობა თავისთავად შემოსავალს არ ქმნის-პირიქით, ფასის ვარდნისას აქტივის საბაზრო ღირებულება მცირდება. ოქრო ეროვნული ბანკის საცავში ფაქტობრივად, უმოქმედო აქტივია.

რატომ დაემართა ეროვნულ ბანკს ოქროსა და ჩინური იუანის მიმართ ასეთი ციებ-ცხელება? როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები არ უკავშირდება მხოლოდ ეკონომიკურ გათვლებს, მათ უკან პოლიტიკური ფაქტორები, დასავლეთის მხრიდან სანქციების გამკაცრების შიში და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები დგას.

რატომ განიხილავს ეროვნული ბანკი ასევე ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 15%-ის-დღევანდელი მოცულობით დაახლოებით 1,24 მილიარდი დოლარის-ჩინურ იუანში განთავსებას და ჩინეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას?

მივყვეთ თანმიმდევრობით.

1. ოქროს შესყიდვა-რა დაჯდა 2026 წლის გადაწყვეტილება?

ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა. ოქროს ფასის შემდგომი ზრდის შედეგად ამ ინვესტიციამ მნიშვნელოვანი დადებითი გადაფასება მიიღო.

თუმცა 2026 წელს სებ-მა ოქროს პორტფელი კიდევ დაახლოებით 500 მილიონი დოლარით გაზარდა-ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდში. ოქტომბრის მონაცემებით, მონეტარული ოქროს მთლიანი ღირებულება 1,365 მილიარდ დოლარს შეადგენდა და საერთაშორისო რეზერვების 16,6%-ს აღწევდა.

ახლა ვითარება შეიცვალა: ოქროს ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე 2026 წელს შეძენილი ნაწილის საბაზრო ღირებულება, საორიენტაციო შეფასებით, დაახლოებით 75-80 მილიონი დოლარით ნაკლებია შეძენის ღირებულებაზე.

მთავარი კითხვა ასეთია: რატომ შეიძინა ეროვნულმა ბანკმა დამატებით ამ რაოდენობის ოქრო მაშინ, როდესაც რეზერვების მართვისას აუცილებელია არა მხოლოდ დივერსიფიკაცია, არამედ რისკისა და მოსალოდნელი უკუგების შედარებაც?

2. რა შემოსავალს მივიღებდით ოქროს ნაცვლად ამერიკულ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შემთხვევაში?

ოქროს ალტერნატივა შეიძლებოდა ყოფილიყო აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდები-ერთ-ერთი ყველაზე სანდო, ლიკვიდური და ფართოდ გამოყენებული სარეზერვო აქტივი.

საორიენტაციო გაანგარიშებით, 2024-2026 წლებში 1 მილიარდი დოლარის შესაბამის პერიოდში ამერიკულ სახაზინო ფასიან ქაღალდებში განთავსებას დაახლოებით 60-65 მილიონი დოლარის საპროცენტო შემოსავლის მოტანა შეეძლო. ოქროს შეძენისას ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა იმ შემოსავალზე, რომლის მიღებაც სხვა დაბალრისკიან სარეზერვო აქტივებში ინვესტირებით შეეძლო.

ოქრო დივერსიფიკაციის ინსტრუმენტია, მაგრამ მისი არჩევა სხვა აქტივებთან შედარებით უნდა ეფუძნებოდეს მოსალოდნელ უკუგებას, ლიკვიდობასა და რისკს-და არა მხოლოდ ფასის სამომავლო ზრდას.

3. რატომ ჩინური იუანი და რატომ 15 პროცენტი?

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ აპირებს საერთაშორისო რეზერვებში ჩინური იუანის წილის დაახლოებით 5%-დან 15%-მდე გაზრდას. არსებული რეზერვების მოცულობიდან გამომდინარე, ეს დაახლოებით 1,24 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.

მაგრამ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება.

ჩინეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობაზე მნიშვნელოვნად დაბალია. შესაბამისად, იუანში აქტივების გაზრდას მოჰყვება საპროცენტო შემოსავლის დანაკარგი, რასაც ემატება გაცვლითი კურსის, ლიკვიდობის და გეოპოლიტიკური რისკები.

საორიენტაციოდ, თუ ხუთწლიანი ჩინური სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა დაახლოებით 1,3%-ია, ხოლო აშშ-ის ანალოგიური ვადიანობის სახაზინო ფასიანი ქაღალდებისა-დაახლოებით 4,9%, სხვაობა 3,6 პროცენტული პუნქტია. 1,24 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე ეს წელიწადში დაახლოებით 43 მილიონი დოლარის საპროცენტო შემოსავლის დანაკარგს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, რეზერვების მართვა მხოლოდ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის არჩევას არ გულისხმობს. დივერსიფიკაციასაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მაგრამ ამ ღირებულებამ უნდა გაამართლოს დამატებითი რისკები და დაბალი შემოსავლიანობა.

4. მთავარი კითხვა-ეკონომიკური გათვლა თუ ივანიშვილის შიშები?

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას დივერსიფიკაციითა და ეკონომიკური კავშირების ზრდით ხსნის.

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სავალუტო რეზერვებს-ფინანსურ ბუფერს, რომელიც კრიზისის დროს ქვეყნის საგარეო გადახდებს, ფინანსურ სტაბილურობასა და ლარის მიმართ ნდობას უნდა ემსახურებოდეს, საჭიროა პასუხი მთავარ კითხვაზე: რა არის რეზერვებში ოქროსა და იუანის წილის ზდის მთავარი მიზანი.

ოქროსა და ჩინურ იუანში რეზერვების განთავსება სანქციების რისკის წინაშე მყოფი ავტორიტარული რეჟიმებისთვის დასავლურ ფინანსურ სისტემაზე დამოკიდებულების შემცირებისა და შესაძლო ფინანსური შეზღუდვებისთვის მომზადების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და დასავლეთთან ურთიერთობების კიდრვ უფრო გაუარესება სწორედ იმ რისკებს ზრდის, რომელთა გათვალისწინებაც ქვეყნის სარეზერვო პოლიტიკაში უკვე აშკარად იკვეთება. ამ ვითარებაში ოქროსა და იუანის წილის ზრდა მხოლოდ ეკონომიკური დივერსიფიკაციის ჭრილში ვერ განიხილება-ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სანქციების შესაძლო გამკაცრების კონტექსტში უნდა შევხედოთ. პირველ რიგში ეს ივანიშვილის მიერ ჩინეთში თუ არაბულ ქვეყნებში ფინანსური თავშესაფრის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის რეზერვებზე ზრუნვას.

საბოლოოდ, საერთაშორისო რეზერვების მართვა არ არის ექსპერიმენტების ადგილი. ეს ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიაა და არა პოლიტიკური რეჟიმის დაზღვევის ან ივანიშვილის კერძო ინტერესების დაკმაყოფილების ინსტრუმენტი.

საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვს ყველას, ვინც ქვეყნის ამ სიმდიდრეს უხეშად შეეხება.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved