• რეკლამა
  • კონტაქტი
08:46, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დააკავეს ბექა ვარდოსანიძე? – “გუშინ გამომძიებელ ქალბატონს ბექასთვის დაურეკავს…” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
20:48 12-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:

“ბექა ვარდოსანიძის დაკავებასთან დაკავშირებით!

დღეს ბექა ვარდოსანიძე დაბარებული იყო კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ პოლიციაში შეტანილ საჩივარზე. საჩივარი ეხებოდა ერთი კვირის წინ, 24 დეკემბერს მარჯანიშვილზე (5 ივლისს დაკავებულების გათავისუფლებაზე) ჩატარებულ აქციაზე, ბექა ვარდოსანიძესა და ჟურნალისტს შორის შემდგარ საუბარს, რომელი საუბარიც ჟურნალისტმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლად შეაფასა…

დღეს პოლიციაში ბექა მივიდა ადვოკატთან თემურ ლომიძესთან და ჩემთან ერთად, სადაც ბექა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა).

დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება).

ამჟამად ბექა გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში ავჭალაში. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი, მისი ადვოკატი თემურ ლომიძე დროს გვეტყვის და შეგატყობინებთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ეს ის მუხლია, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს გაამკაცრეს და ვითომპრეზიდენტ ზურაბიშვილს ვეტოს დადებას მოვუწოდებდით..”

თეგები: ბექა ვარდოსანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved