სენაკში, აკაკი ელიავას ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, პროტესტის ნიშნად დღეს სამოქალაქო აქტივისტმა აპოლონ გარუჩავამ ავარიულ გზაზე ხალიჩა დააგო.
მისი თქმით 4 თვის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ გაზის მილების გამოცვალა და გზა ავარიულ მგომარეობაში დატოვა.
როგორც „გურიანიუსს“ გაზმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, ელიავას ქუჩაზე ერთ-ერთი მილიდან გაზი ჟონავდა, რის გამოც საჭირო გახდა აღნიშნული სამუშაოების შესრულება და აღნიშნულ მონაკვეთზე გზას უახლოეს დღეებში დააგებენ.
კომენტარები