• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ და სადამდე გადადო გომელაურმა მელიას დაკავება? – რას ამბობს მამუკა მდინარაძე?

ალია ავტორი - ალია
20:55 02-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

“შსს-ს მხრიდან ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიების გადადების ერთ-ერთი მიზანი რისკების დაზღვევა იყო.

სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა არის მთავარი. ამასთან, ნებისმიერი საკითხის აღსრულების დროს, რაც არის სამთავრობო გუნდის სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენცია, უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები და ასევე გამორიცხული და დაზღვეული უნდა იყოს შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე ყველა რისკი, რომ ადამიანებს არ შეექმნათ კონკრეტული საფრთხე კონკრეტული აღსრულების პროცესში. ეს არის მთავარი პრიორიტეტი და ამ ხასიათს ალბათ, ახლად არ მიიღებენ „ქართული ოცნებისგან“ და „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებისგან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც, ჩნდებოდა სპეკულაციები, საფრთხე, რასთან დაკავშირებითაც, გარკვეული ცუდი ინფორმაციები ჩნდებოდა, რბილად რომ ვთქვათ. ამ შემთხვევაში იყო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გეგმავდნენ სხვადასხვა მძიმე პროვოკაციას თუ კონკრეტული ქეისის აღსრულების პროცესი დაიწყებოდა, რისკების დაზღვევის მიზანი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი შსს-სგან, თუმცა სხვა კომპონენტებიც იყო. აქედან გამომდინარე, შსს-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

თუმცა, ზოგადად, ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კანონი ავალდებულებს შსს-ს თუ სხვა უწყებებს, უნდა აღსრულდეს და სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს ისე, რომ მისი შეუსრულებლობა არ გახდეს პროვოკაციის საფუძველი და პირიქით“

ანუ, როგორც მამუკა მდინარაძის განმარტებით გავიგეთ, ორი ვარიანტია:

1.სანამ მელიას დაკავება იქნება პროვოკაციის საფუძველი, მას არ დააკავებენ.

2. სანამ მელიას არ დაკავება არ გახდება პროვოკაციის საფუძველი, მანამდე არ დააკავებენ.

ყველა სხვა შემთხვევაში დააკავენებ, იმიტომ რომ სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა არის მთავარი.

გასაგებია. ისე, “ალიამ” არაერთხელ გაგაფრთხილად, რომ მაგ საფრთხის წინაშე დადგებოდით. მაგ საფრთხეზე საუბრობდა პრემიერიც, რომელიც ამბობდა, რომ ვერ დაგარწმუნათ – დარწმუნებულხართ და ეგაა.

ხალხში ამბობენ, ბადრი ესებუა ძალიან ნაწყენია, ყველანი მელიას დაჭერაზე რომ გადაერთვენო და რა გითხრათ…

თეგები: ვახტანგ გომელაურიმამუკა მდინარაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved