• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ჩავარდა ტენდერები მასიურად და რამდენით გაძვირდება ტრანსპორტი და პური?

ალია ავტორი - ალია
01:27 05-31-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ბოლო ორი თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა ჩავარდა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იძულებულნი არიან ტენდერები ახლიდან გამოაცხადონ და ასეც იქცევიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები აუცილებლად უნდა განხორციელდეს და პანდემიამ მას ხელი ვერ უნდა შეუშალოს. ერთი შეხედვით, ტენდერების ჩავარდნა კატასტროფა არაა, რადგან ასე ხდება ხოლმე, მაგრამ არა მასობრივად. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობაზე უარი თქვეს? ჰო, მუნიციპალიტეტების პირველი პირები განმარტავენ, რომ ეს შეზღუდვების გამო მოხდა, რომ კომპანიები სამუშაოებს ვერ დაიწყებდნენ, მაგრამ…
„რეალური მიზეზი იმისა, რომ ტენდერების 70%-ზე მეტი ჩავარდა, ფული იყო. უფრო ზუსტად, უფულობა, ანუ მუნიციპალიტეტებმა მოგების ძალიან მცირე მარჟა ჩადეს, რამაც ფირმები დააფრთხო. მილიონიან ტენდერზე რომ გიწერენ, მოგება 20 ათასი დაგრჩებაო, რისკია, იმიტომ, რომ ეს 20 ათასი შესაძლოა ისე განიავდეს გაუთვალისწინებელ ხარჯებში, ფასნამატ ინვენტარზე, რომ ვერც კი გაიგო. ახლა კი, სიტუაცია შეიცვალა, მისაღები პირობებია და ტენდერები აუცილებლად წარმატებით დასრულდება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.


მისივე თქმით, ახლად გამოცხადებულ ტენდერებში არამხოლოდ მოგების თანხაა გაზრდილი, არამედ ისიცაა გათვალისწინებული, ვინ რამდენი უნდა შესწიროს წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას. თანაც, ახლა გამოცხადებული ტენდერი იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობა დასრულდება ივნისის შუა რიცხვებში, ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა პროცედურებს დასჭირდება დაახლოებით სამი კვირა და ივლისში, ანუ ზედ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მუშაობა გახურდება ყველგან. რაც მთავარია, ოპოზიცია ამას ვერ გააპროტესტებს, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული. პარალელურად, ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები, მეორე თვეა სამსახურში არ დადიან და დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულები. ეს არის ადამიანთა არმია, რომელსაც ხელისუფლება მარტივად გამოიყენებს. მასწავლებლებზე ისედაც ამბობდნენ, აგიტატორების ფუნქციას ასრულებენო და ახლა, როცა საამისოდ ბევრად მეტი დრო აქვთ, უკეთესად შეასრულებენ.


თუმცა, მთავარი ახლა ეს არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ ტრანსპორტზე არსებული შეზღუდვების გამო, ტრანსპორტზე ფასების გაზრდა გარდაუვალია და თანაც როგორი გარდაუვალი – ოფიციალურად, ფასი უნდა გაორმაგდეს, რადგან 20 ადგილიან სამარშრუტო ტაქსს მაქსიმუმ 10 კაცის გადაყვანის უფლება აქვს და ეს იმ პირობებში, როცა დეზინფექციის ხსნარი უნდა ასხას ყოველი რეისის შემდეგ და სხვა წესები დაიცვას, რაც მას არსებობას უძვირებს. ჯერჯერობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აღდგა და მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს, მაგრამ აუცილებლად იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ ეს შეზღუდვა არ მოიხსნება. საინტერესოა მეტროს თემაც. ვინ უნდა გააკონტროლოს, რამდენი ადამიანი შეიძლება შევიდეს ერთ ვაგონში და მითუმეტეს დატვირთულ სადგურებზე? ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მეტროს გამო არ ხსნიან შეზღუდვებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან მეტროში შემზღუდავი მექანიზმი ვერ მოიფიქრეს.

და ერთიც – ხელისუფლებამ ვერც ამ კვირაში მოახერხა ხორბლის შემოტანის ახალი გზების მოძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთმა 1-ლ ივლისს ხორბლის გაყიდვის აკრძალვა არ მოხსნა, საქართველოში პური მინიმუმ 20%-ით გაძვირდება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ მარაგების შევსებას მაგალითად საფრანგეთიდან მოვახერხებთ. მოლაპარაკებები სწორედ ფრანგებთან მიმდინარეობს და საქმეში საქართველოს პრეზიდენტიც არის ჩართული. იმ 90%-ის შევსება, რომელიც საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოდის, ძალიან, ძალიან რთული იქნება.

ანი დვალიშვილი, ალია №18

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved