• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ჩამოახრჩვეს ღორი, დაწვეს მამალი, გადაასახლეს ჭიანჭველები და რა იყო ფრანგი რაინდის ძაღლთან დუელის მიზეზი? – ქეთევან ენუქიძე

ალია ავტორი - ალია
03:16 02-08-2022
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

“შეაჩერე კორიფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:

‘მეფესთან დაახლოებულმა ფრანგმა რაინდმა მასერმა მოკლა თავისი მეგობარი მონდიდიე და ტყეში დამარხა.
მოკლულის ძაღლი გაიქცა სასახლეში და ისე მოაბეზრა თავი იქ შეკრებილ არისტოკრატებს, რომ იძულებული გახდნენ, ტყეში გაჰყოლოდნენ.
ცხედარი აღმოაჩინეს, მაგრამ მკვლელის ვინაობა მოგვიანებით დადგინდა.
ძაღლი შემთხვევით გადაეყარა მას ქუჩაში და, როგორც ჩვენში იტყვიან, ქეჩოში ჩაავლო.
ეს რამდენჯერმე გამეორდა.
მონდიდიეს ძაღლი არც აგრესიული იყო და არც სხვა ვინმეს ესხმოდა თავს, ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, საქმე ძაღლისა და მასერის ორთაბრძოლით გადაეწყვიტა.
მასერს პალო დააჭერინეს ხელში, ძაღლი ფსკერგამოცლილ კასრში ჩასვეს და ასეთი უცნაური “ფასონის” დუელი გამართეს.
ძაღლმა გაიმარჯვა, მასერს კი, რომლის დანაშაული უდავოდ და უაპელაციოდ მიიჩნიეს, თავი მოჰკვეთეს.


1585 წელს შვეიცარიაში მსხვილი თეთრი, შავთავა ჭიაყელა შეესია მოსავალს.
ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს მიწათმოქმედებს.
გლეხებმა რა ხერხს აღარ მიმართეს მათგან თავის დასაცავად, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინეს ამ შავთავგასიებულებს.
რა ექნათ?
სასამართლოს მიმართეს.
სასამართლომ ჭიაყელებს ადვოკატი დაუნიშნა.
ამავე დროს, მაცნე გაუგზავნეს, რომელიც მშვიდობიანად უნდა მოთათბირებოდა ამ უზნეოებს, რომ დაეტოვებინათ ადგილი და სხვაგან წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელს ვერ გაექცეოდნენ.
ჭიაყელები საკმაოდ ჯიუტები აღმოჩნდნენ, რადგან არც სასამართლოში გამოცხადდნენ და არც მიწები დატოვეს.
ხანგრძლივად მიმდინარე პროცესების შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ჭიაყელებიც ღვთის ქმნილებები იყვნენ და მათი დახოცვა არ შეიძლებოდა. ამიტომ მხოლოდ გადასახლება მიუსაჯა, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდა ეს ამბავი.
სხვა რა დარჩენოდათ?!
წავიდოდნენ….


1587 წელს სენ ჟულიენ დე მარიენში ვენახს შეესია ერთობ აბეზარი ხოჭო და მოსავალი გაანადგურა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მწერები უნდა გაესახლებინათ, მაგრამ ადვოკატმა გააპროტესტა.
მისი აზრით, მწერებისათვის განსაზღვრული ახალი ადგილი უფრო ცუდი იყო და მწერების უფლებას არღვევდა მათი ნაყოფიერი ადგილიდან ასე ერთი ხელის მოსმით გადასახლება.
საბჭო შეიკრიბა, ადგილები შეიწავლა და არ დაეთანხმა ადვოკატს.
მათი აზრით, ალტერნატიული ადგილი შესანიშნავი იყო და თუ ისინი არ გადასახლდებოდნენ, მაშინ ანათემას ვერ გაექცეოდნენ!
მაშ, როგორ გინდათო?!


1481 წელს ბერნში საეკლესიო სასამართლომ წურბელების წინააღმდეგ დაიწყო საქმე.
ლოზანის ეპისკოპოსმა მოსთხოვა ბერნის წინამძღვარს, რომ წურბელები ყურებით მიეთრია სასამართლოს წინაშე.


მე-15 საუკუნეში ბურგუნდიაში მოსახლეობამ ეკლესიას კალიის დაწყევლა მოსთხოვა.
ეკლესიამ შეასრულა თხოვნა და, როგორც ქრონიკაში მიუთითებენ – დიახ, სწორედ ამან იხსნა მოსავალი განადგურებისგან.


წმინდა ბერნარდის ამბავიც საინტერესოა: ლუდენის ტაძარში ბევრი ბუზი გაჩნდა.
მათი ზუზუნი ხალხს ლოცვაში უშლიდა ხელს.
ბერნარდმა დაწყევლა და ბუზები დაიხოცნენ.


ეპისკოპოსმა ჰუგომ – თხა თხაზე ნაკლებიო და, გრენობლის მიდამოებში მომრავლებულ გველებს დაატეხა წყევლა-კრულვა.


ღორი, რომელმაც უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვი დაკბინა, ჩამოახრჩვეს.
მანამდე ქალის კაბა ჩააცვეს და წინა ფეხებზე ხელთათმანები წამოაცვეს…


კალიის წინააღმდეგ „სანქციები“ გამოიყენეს პოლონეთშიც.
ბრაზილიაში ეკლესიამ დაწყევლა ჭიანჭველები, ხოლო კანადაში მტრედები გაასამართლეს.
1313 წელს ჩამოახრჩვეს ხარი, რომელმაც – უხეშად რომ ვთქვათ – ადამიანს ღვიძლი ხელში დააჭერინა.
სახრჩობელა იმ ადგილზე აღმართეს, სადაც ეს წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინა თავხედმა ხარმა!


1389 წელს დასაჯეს ცხენი, რომლმაც პატრონი უნაგირიდან ჩამოაგდო.


მე-18 საუკუნეში დასაჯეს დედა ღორი, რომელმაც თავისი ორი გოჭი შესლაპა;


1457 წელს დედა ღორმა და მისმა გოჭებმა ბავშვი გასრისეს.
ღორი ფეხებით ჩამოჰკიდეს, გოჭები კი გაათავისუფლეს, რადგან მათი დანაშაული ვერ დამტკიცდა.
გაუმარჯოს ჰუმანურ სასამართლოს!


1474 წელს ბაზელში გაიმართა სასამართლო მამლის წინააღმდეგ, რომლის იმბეცილ პატრონს მოეჩვენა, რომ მან კვერცხი დადო.
ეშმაკთან კავშირში დაადანაშაულეს და კვერცხთან ერთად დაწვეს.


მე-15 საუკუნეში ციურიხში გაასამართლეს კვიცი, რომლსაც პატრონი ადანაშაულებდა სიზარმაცესა და სიჯიუტეში;
ხანდახან ნაკლებ სისასტიკეს იჩენდნენ და მხოლოდ ეკლესიისგან მოკვეთით შემოფარგლებოდნენ ხოლმე….


სასაცილო კია ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ ამან ცხოველების უფლებების დაცვისკენ მიიყვანა ევროპა.
ეს ვრცელი და საინტერესო თემაა…
მერე იყოს…
მაგრამ,ზოგადად თუ შევეხებით ამ ამბავს, პირველი კანონი ცხოველების მიმართ სისასტიკის აღკვეთის მიზნით, იმპერატორმა აშოკამ ( ძვ.წ. 304-232) შემოიღო, ხოლო ახალ სამყაროში ასეთი კანონი ირლანდიაში გაჩნდა 1635 წელს.
სასტიკად იკრძალებოდა ცხენის კუდზე გუთნის მიბმა, რადგან ეს მას ტკივილს აყენებდა….
მოკლედ, ეს გზა გაიარა ევროპამ…
აი, ეგეთი ამბები შუა საუკუნეებიდან, შენ ხარ ჩემი ბატონი… “

თეგები: ქეთევან ენუქიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved