ჩხოროწყუს საკრებულოში მესამე სხდომაც ჩაიშალა. სხდომის პირველ ნაწილში საკრებულოს თავმჯდომარედ “ოცნების” მიერ დასახელებული ჯუმბერ იზორიას უყარეს კენჭი – კანდიდატურა ჩავარდა, რადგან “საქართველოს” წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
სხდომას ენმ პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. მოგვიანებით, “საქართველოსთვის” წევრებმა საკუთარი კანდიდატურის დასახელება გადაწყვიტეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი აპირებდნენ, რომ ოპოზიციონერისთვის მხარი დაეჭირათ.
ისინი საკრებულოს შენობასთან მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” გაიგო, რომ ორივე ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, სხდომაზე არ შევიდნენ და კვორუმის არარსებობის გამო ის ჩაშალა.
“შესვენების შემდეგ სხდომის განახლებისთვის საჭიროა მინიმუმ 14 წევრი რომ იყოს საკრებულოს სხდომაზე, ამ მოცემულობით კვორუმი ვერ შედგა, აქედან გამომდინარე, გაურკვეველი ვადით გადაიდო საკრებულოს სხდომა”, – თქვა “ოცნების” წევრმა.
“ოცნებას” კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ ჯუმბერ იზორია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად დაასახელოს.
წყარო – მთავარი
კომენტარები