• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ასახლებენ უკრაინელ დევნილებს სასტუმროებიდან? – საკითხის დეკონსტრუქცია” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
22:33 08-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
766

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

“რატომ ასახლებენ უკრაინელ დევნილებს სასტუმროებიდან? – საკითხის დეკონსტრუქცია.

ომის საწყის ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა შემდეგი პოლიტიკა:
ერთი მხრივ, ნულოვანი ჩართულობა სამხედრო საკითხებში, რუსეთისადმი მიმართულ სანქციებზე არ მიერთება, რუსეთის კრიტიკისგან თავის არიდება;

მეორე მხრივ, დასაბალანსებლად, სრული ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინელ ლტოლვილებს და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის საკითხის პოლიტიკური მხარდაჭერა.

ამის შემდეგ, აირია ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლებასთან, გადავიდნენ ამერიკის და ევროკავშირის ლანძღვაზე და ა.შ.

საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული პრაქტიკაა, ერთგვარი დიპლომატიური მესიჯია, რომ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს ექცევი ისე, როგორც ექცევი ამ ქვეყანას.
ურთიერთობის არევის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეწყვიტოს ჰუმანიტარული ძალისხმევაც უკრაინის და მისი მოქალაქეების სასარგებლოდ და ასე გადაუხადოს სამაგიერო არახამიას, პოდოლიაკს, ზელენსკის თუ სხვებს.

ეს არის ქართული ოცნების მორიგი სამარცხვინო ლაქა ჩვენს ისტორიაში, რომლის ჩამორეცხვა არ იქნება ადვილი. საკუთარი პოლიტიკური თამაშების მძევლად გაუბედურებული ლტოლვილების ქცევა არაფერში წერია.

რაც მთავარია, ცდილობენ ეს ქმედება შეგვასაღონ შემდეგი მესიჯებით: “ჩვენ გაჭირვებული ქვეყანა ვართ და ბევრი არაფერი შეგვიძლია”, “ჩვენ ლტოლვილებს რატომ არ ეხმარებით?”, “როდემდე შეგვიძლია მათი შენახვა?” და ა.შ.

დგანან ქოცები და “ქოცი არა ვარ, მაგრამ” სუბიექტები და იმეორებენ ამ სისულელეს.

რატომ არის ეს სისულელე?

1. საუბარი გვაქვს რამდენიმე ასეულ ადამიანზე და მათი შენახვა მონეტარულად საერთოდ არ არის კატასტროფული ტვირთი. ამ ქმედებით ბევრად მეტს მოიგებს სახელმწიფო, ჩვენი ისტორია და ჰუმანიზმი, ვიდრე ეს იქნება დანახარჯი. მეტადრე, ყოველდღე გვეუბნებიან, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ამ ომის “წყალობით” და ეგება სინდისი იყოს კაი საქონელი, რომ რუსების შემოდენით ნაშოვნი ფულის მცირე ნაწილი რუსებისავე მსხვერპლებს მოვახმაროთ.
შეხედეთ პოლონეთს, ავსტრიას და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, როგორ ექცევიან ბევრად უფრო დიდი რაოდენობის უკრაინელ ლტოლვილებს. ჩვენ ცივილიზაციურად სად და ვის მხარეს ვდგავართ?;

2. დავუშვათ რომ უკიდეგანოდ ძუნწები ან უკიდეგანოდ გაჭირვებულები ვართ, არ გვინდა ან არ შეგვიძლია უკრაინელებზე ფულის დახარჯვა. არც ეს არის ჰუმანიტარული ჩართულობისგან თავის არიდების სათანადო მიზეზი. მოლდოვამ ევროკავშირს განუცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები მომაწყდნენ, მე ფული არ მაქვს, მომეცი და მივხედავო. ევროკავშირმა მისცა ეს ფული მოლდოვას. საქართველომ ევროკავშირისგან ამ ფულის აღებაზეც უარი თქვა და საერთოდ მგონი ყველაფერზე;

3. ვთქვათ არც ლტოლვილებზე ფულის დახარჯვა გვინდა, არც ევროკავშირისგან ფულის აღება და არც არაფერი. მაინც შეგვეძლო ამ ხალხთან ცივილიზებულად მოქცევა. კერძოდ, საქართველოში ჩამოდიან ის უკრაინელები, ვინც ფრონტის ხაზს მიღმა რუსული ოკუპაციის მხარეს დარჩნენ. ისინი გადადიან რუსეთში და შემოდიან საქართველოში.
დასავლეთის ქვეყნებს კვოტები აქვთ დაწესებული ვინ რამდენ უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს, შემწეობას გაუწევს, ბინას მისცემს, დაასაქმებს. ძალიან დიდ ციფრებზეა საუბარი. საქართველოს შეეძლო ეს ჰუმანიტარული საკითხი პოლიტიკურად გადაეწყვიტა და საქართველო გაეხადა სატრანზიტო ზონად. აქ ჩამოსული უკრაინელი, ჩვენი დახმარებით, გააკეთებდა დასავლურ სახელმწიფოებში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაციას, მიიღებდა მუშაობის უფლებას და მათ ორგანიზებულად გავამგზავრებდით ევროპასა და ამერიკაში. 2020 წელს ავღანელები მივიღეთ ასე და უკრაინელებს რატომ ვერ მივიღებდით?

ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ უკრაინელი დევნილებისადმი დემონსტრაციულად ცუდად მოქცევის ერთადერთი მიზეზი არის ის რომ უბადრუკი კობახიძე თუ სხვა უბადრუკები ზელენსკის და არახამიას ვერ სწვდებიან და გაჭირვებულ ლტოლვილებზე იყრიან ჯავრს.
ამ ფონზე ჩამოდგა “ბიდლო” და იმეორებს კობახიძის მესიჯებს.

დღეს კალაძემ კიდევ უფრო დიდი საოცრება თქვა: ჩვენ თანაბრად ვეკიდებით უკრაინელ, რუს და ბელარუს ტურისტებსო. მსგავსი საძაგლობა არ ვიცი პირიდან როგორ ამოუვიდა!
უკრაინელი რომ ტურისტი არ არის და რუსებთან ერთ კატეგორიაში გაერთიანება არ შეიძლება, მაგის ახსნა ბევრს გჭირდებათ?
გააუკუღმართეს ქვეყანაც, მორალიც, მტერთან და მოყვარესთან დამოკიდებულებაც. ვზივართ და ვერაფერს ვშველით. ვბრაზდებით, ვბრაზდებით, ვბრაზდებით, მაგრამ ეტყობა საკმარისად ბევრნი არ ვართ, ვინც ვბრაზდებით.”

თეგები: ბექა კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved