• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ არის ოცნება მოწყვლადი და რატომ ელის მძიმე შემოდგომა?” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
01:09 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

საზოგადოებრივი მოძრაობა “ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:

რატომ არის ოცნება მოწყვლადი და რატომ ელის მძიმე შემოდგომა?
ოცნების რეჟიმი დგას ინერციაზე და ქართულ პოლიციის ძალისმიერ შესაძლებლობაზე. ინერცია – 2020 წლამდე ოცნება როგორც პოლიტიკური ძალა მოქმედებდა. პრორუსული, მოუქნელი, უუნარო, მაგრამ მოქმედებდა არსებული პოლიტიკური წესებით და ინსტრუმენტებით. 2020-24 წლებში დაიწყო მისი ფორმირება, როგორც რუსული პროქსი ძალა. 2024 წელს გააყალბა არჩევნები და მიიტაცა ხელისუფლება, ჩამოიხსნა ნიღაბი და დაიწყო რუსულ რეჟიმად ფორმირება. ჰიბრიდული ოპერაციის ფარგლებში შენიღბული ქმედებები აძნელებს, ქვეყნის შიგნით არსებული ინსტრუმენტებით, სახელმწიფო გადატრიალების დადგენას და იურიდიულად შეფასებას ( თუმცა ეს მოხდება რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ ). ამიტომ, ოცნება აგრძელებს მოღვაწეობას როგორც დე ფაქტო ლეგიტიმაციის მქონე მართველი ძალა. მისი პრორუსული საქმიანობის ძირითადი ნაწილი ჩრდილშია და ოფიციალური გამოძიების გარეშე ძნელია მათი იურიდიული შეფასება ( ჰიბრიდული ბურუსით ინიღბება ). ამიტომ სახელმწიფო აპარატზე კონტროლი ინერციით გრძელდება და როგორც ინერციის ბუნებიდან გამომდინარეობს, დროთა განმავლობაში მცირდება.
მხოლოდ ეს ინერცია აძლევს ოცნების რუსულ რეჟიმს შეინარჩუნოს პოლიცია, როგორც თავისი დასაყრდენი და მოსახლეობაზე ფიზიკური ძალადობის ინსტრუმენტი.
რატომ მხოლოდ ქართული პოლიცია?
ოცნებამ ვერ მოასწრო თავისი პარტიული გასამხედროებული დაჯგუფების შექმნა. ჯარის ტრანსფორმაცია კოლოსალური თანხები დაჯდებოდა და დროში ძალიან გაწელილია ( თუმცა შემოიტანა სავალდებულო სამსახურის ახალი ინსტრუმენტები და როცა დაჭირდება აამოქმედებს ). ზონდერების მომზადება ჩაუვარდა, ღარიბაშვილს ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მის დასრულებასთან ერთად ეს პროექტი მხოლოდ ფულის საჭრელ აქტიურობად იქცა. პოლიციაში კი ხარებას პროექტი ჰქონდათ და მისი რებრენდინგი ჯერ არ დაუწყიათ. რატომ იგვიანებენ ინფორმაცია არ არის. შესაბამისად ძალოვანი მხარდაჭერა ჩამოეკიდა ოფიციალურ პოლიციურ სტრუქტურებს. ეს არის რეალობა.
პოლიცია კავკასიურ ცარცის წრეშია, მას შინაგანი ბრძოლა აქვს, ერთის მხრივ მას არ სურს უკანონო ბრძანებების შესრულება, მაგრამ მეორეს მხრივ აქვს მართველი გუნდისადმი უპირობო მორჩილების ინსტინქტი ( ჩვევა, ტრადიცია ). აქვე დავამატებ, რომელი მხარეს იქნება პოლიცია გადახრილი დამოკიდებულია ოცნების საპირწონე სიმძიმის ცენტრის ავტორიტეტზე დამოკიდებული, ჯერ ივანიშვილის ავტორიტეტი ჯაბნის.
ოცნების ძალისმიერი მხარდაჭერისთვის რუსეთს არც საშუალება გააჩნია და ვითარებასაც სწორად აფასებენ. საქართველოში რუსეთისათვის ომი ისეთივე რთული იქნება როგორც უკრაინაში. ოპერატიული თვალსაზრისით უკრაინის სიმძიმეს დიდი სივრცეები განსაზღვრავს, საქართველოში კი რთული რელიეფი. თუ ოპერატიულ სიმძიმეს ჩავუღრმავდებით, უკრაინაში უფრო რთულია სამხედრო ოპერაცია თუ საქართველოში გადაჭრით ვერ იტყვი. ასევე შემაკავებელი ფაქტორებია კავკასია, თურქეთი და აზერბაიჯანი. ამიტომ, ოცნების დასაყრდენი საქართველოში მხოლოდ გაორებული პოლიციაა.
რაც არ უნდა არ მოგვწონდეს დღეს პოლიციის საქმიანობა და რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყოთ პოლიციელებზე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ქართული პოლიცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არ იომებს. რაც შეეხება ინერციას, ოცნებისთვის სამწუხაროდ, ყველა ინერცია მოკლე დროში სრულდება.
თუ ყველაფერ ამას შევაჯამებთ, აღმოვაჩენთ, რომ ტყუილად ველოდებით სანქციების ეფექტს ( მათ უკვე აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ), ძალა ჩვენშია, ცვლილებები ჩვენც ხელგვეწიფება, შემოდგომა მძიმე იქნება, მაგრამ არა ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალაც ჩვენშია და ენერგიაც.
პ.ს. 25 ივლისიდან ნატო ბრუნდება საქართველოში, აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები ჩამოდიან სამხედრო სწავლებაზე. ეს იქნება ძალიან დიდი მუხტი ქართველ პატრიოტებისთვის. ჩვენ მარტო არ ვართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved