ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„რატომ არის ჩინური ვაქცინა ყველაზე ძვირი მსოფლიოში? ამის შესახებ უცხოურ მედიაში წამიკითხავს, რომ ეს არის სინამდვილეში კორუფციული ფასი და ამ ფასში შეყვანილია ე.წ. ატკატიც. თუ გადავხედავთ, რომელ ქვეყნებში შედის მასობრივად ეს ვაქცინა,მგონი სარწმუნოდ გამოიყურება ეს ვერსია. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ეცადნენ ჩვენი შეფები როგორმე ჩინური შემოეტანათ, დასკვნების გაკეთებაც შეგვიძლია.
P.S. ამათი გადამკიდე უკვე სულერთია, ოღონდ რამე შემოიტანონ რომ ავიცრათ და ოღონდ ეს რამე რუსული სპუტნიკი არ იყოს. ჩინურსაც აქვს დაცვა და ვისაც უნდა აიცრას. უბრალოდ ამ საყოველთაო უნდობლობის და პანიკის ფონზე ღირდა თუ არა გარისკვა, ამას დრო გვიჩვენებს.“
კომენტარები