მიზნობრივი ბაზრის კვლევა ბიზნესს სამიზნე ბაზრის ზომის, მომხმარებლის, კონკურენტული გარემოსა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამ მონაცემების საფუძველზე ხდება სტრატეგიის შემუშავება და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება. როცა იცით, რა სურს სამიზნე აუდიტორიას და როგორ უნდა შესთავაზოთ თქვენი პროდუქტი, გაყიდვები იზრდება და ბიზნესი ვითარდება. მიზნობრივი ბაზრის კვლევა კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.
რას გულისხმობს მიზნობრივი ბაზრის კვლევა
მიზნობრივი ბაზრის კვლევა ბაზრის, მომხმარებელთა და კონკურენტული გარემოს დეტალურ ანალიზს მოიცავს. ამის საფუძველზე ირკვევა, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, რას აქცევს ყურადღებას, რა ტიპის პროდუქტი/სერვისი სჭირდება, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ბრენდის შეფასებისას. მომხმარებლის გარდა, მიზნობრივი ბაზრის კვლევა თქვენს ბიზნეს სექტორში მიმდინარე უახლეს ტენდენციებსაც შეისწავლის და ინფორმაციას გაწვდით გარე ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნეს გარემოზე ზემოქმედებენ. ამგვარად ხდება საჭირო მონაცემების შეგროვება, მათი ანალიზი და ბიზნეს სტრატეგიის დასახვა, რათა ინფორმაცია პრაქტიკაში გამოიყენოთ.
რა ტიპის მონაცემების შეგროვება ხდება
მიზნობრივი ბაზრის კვლევის პროცესში გამოიყენება როგორც პირველადი (primary), ისე მეორეული (secondary) მონაცემები. შედგება ფოკუს ჯგუფი, ჩატარდება რაოდენობრივი და/ან თვისებრივი კვლევა, საჭიროების შემთვევაში, ჩაღრმავებული ინტერვიუები, შეგროვდება გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანი მონაცემებია: ბაზრის სტატისტიკა, ინდუსტრიული ანგარიშები, მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვა, კონკურენტების ღია წყაროების ანალიზი. მას შემდეგ რაც, მონაცემები დამუშავდება სხვადასხვა მეთოდით, მოხდება სამიზნე აუდიტორიის სეგმენტაცია, განისაზღვრება მომხმარებლის დემოგრაფიული, ქცევითი და ფსიქოლოგიური მახასიათებლები, შედგება იდეალური მომხმარებლის პროფილი, ამ მონაცემების საფუძველზე შემუშავდება ბიზნეს სტრატეგია. ბიზნეს სტრატეგია განსაზღვრავს, რა მიმართულებაზე უნდა კონცენტრირდეს კომპანია, რა ტიპის პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს, როგორი უნდა იყოს მარკეტინგული გზავნილები,
რაში გვეხმარება მიზნობრივი ბაზრის კვლევა
მიზნობრივი ბაზრის კვლევა ბიზნესისთვის ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს. მისი დახმარებით ვარკვევთ:
- რა გარე ფაქტორები ზემოქმედებს ბიზნესზე, როგორია ტენდენციები, განვითარების რა პერსპექტივა არსებობს
- რა რისკ ფაქტორები და გამოწვევები არსებობს ბიზნესისთვის, რომლებიც უნდა დაძლიოს
- როგორ შევარჩიოთ სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური მარკეტინგული გზავნილები
- როგორ გადავანაწილოთ რესურსები ეფექტურად, რაზე ვიყოთ ორიენტირებული და რას დავუთმოთ ნაკლები ყურადღება
იმის გათვალისწინებით, რომ მიზნობრივი ბიზნეს კვლევა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მას ყველა წარმატებული ბრენდი ატარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე სტაბულური პოზიციის შენარჩუნება რთულია. მიზნობრივი ბაზრის კვლევა აუცილებელია მომხმარებლის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად.
შეჯამება
მიზნობრივი ბაზრის შესახებ ინფორმაცია თქვენი ბიზნესისთვის სტრატეგიულ უპირატესობად იქცევა. პროცესი რელევანტური მონაცემების შეგროვებას, მათ სეგმენტაციას, ინტერპრეტაციასა და ანალიზს გულისხმობს. კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული სტრატეგია ბიზნესის განვითარებისა და ბაზარზე პოზიციონირების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
(R)














კომენტარები