ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:
„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.
პაატა ბურჭულაძის ეს სიტყვები არის აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული შეფასება, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლაში მორალური მაქსიმალიზმი შესაძლოა თავად ამ რეჟიმის მიზნებზე ასხამდეს წყალს.
რატომ არის აუცილებელი ამ მექანიზმის გამოყენება და შეწყალებაზე (საპროცესო შეთანხმებაზე) წასვლა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე?
ა). ფორმალიზმი შინაარსის წინააღმდეგ:
შეწყალების თხოვნა ან საპროცესოზე ხელის მოწერა ამ კონტექსტში არ არის ბრალის გულწრფელი აღიარება ან სინანული-ეს არის ფიქციური, იძულებითი ფორმალობა, რომელსაც უსამართლო სისტემა ითხოვს. ტყვეს უფლება აქვს, რეჟიმის ბიუროკრატიული თამაშის წესები ფორმალურად მიიღოს, რომ თავისუფლება დაიბრუნოს.
ბ). ადამიანური რესურსი და თავისუფლება:
პატიმრობაში მყოფი ლიდერები და აქტივისტები ციხის კედლებს მიღმა გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანენ ქვეყანას, ვიდრე უსამართლო პატიმრობაში. სისტემის მიზანი მათი იზოლაცია და განეიტრალებაა. ამიტომ, ნებისმიერი ლეგიტიმური ხერხით ციხიდან დაღწევა ამ მიზნის ჩაშლაა.
გ). ბრძოლა გრძელდება: პატიმრობიდან გამოსვლა არ ნიშნავს ბრძოლის დასრულებას, პირიქით-ეს არის ძალების მოკრება და ბრძოლის გაგრძელება იქ, სადაც მათი ხმა ყველაზე მეტად ისმის.
ისინი ქვეყანას გარეთ და საქმის კეთების წინა ხაზზე სჭირდებიან!“











კომენტარები