• რეკლამა
  • კონტაქტი
02:00, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არიან ჩართულები ომის პროპაგანდაში და რატომ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის გაწირვას კატასტროფისთვის?! – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
17:08 03-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ დიდ ნაწილს გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

“რადიკალურ ოპოზიციას ჩემს გუშინდელ განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს. ერთადერთი, რაც პასუხად მოვისმინეთ, კვლავ “ფეიკი” და ოცდამეერთე საუკუნის შადიმანების მიერ ნაწარმოები კამპანიის გაგრძელებაა საკუთარი ქვეყნის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ასე რომ, მათ არ აქვთ პასუხი:

1. რატომ ააგორეს ცრუ კამპანია საქართველოში ასოციათასი თუ ნახევარი მილიონი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შესახებ?!

2. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად რატომ ცდილობენ საქართველოს დაზიანებას ყველაფრის ფასად – მათ შორის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი პრორუსულობის იარლიყის მიკერებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით?!
და რატომ ვერ აღმოჩნდა ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადიც კი მათი ამ ისტერიული კამპანიისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი?!

3. რატომ ატყუებენ ყველას, რომ რუსეთთან რძეზე და ყველზე მიდის მოლაპარაკებები ახლა, მოცემულ სიტუაციაში, როდესაც, ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხთან გვაქვს საქმე?!

4. რატომ არიან ჩართულები ომის პროპაგანდაში და რატომ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის გაწირვას კატასტროფისთვის?!

5. რატომ შემოაპარებს ხოლმე მათი რომელიმე აქტივისტი ინფორმაციას, რომ თითქოს ქართული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილის შეცვლა ხდება?!

6. რატომ ცდილობენ დისკრიმინაციის გამართლებას და ამით ქვეყნის ომში ჩათრევის ალტერნატიული შანსის გაჩენას ან იმ ასიათასობით ქართველისათვის უდიდესი რისკის შექმნას, რომლებიც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ?!

7. ერთადერთ მდარე პიარსვლაზეც, რაც ამ მხილების პასუხად ქონდათ:
რატომ ცდილობენ ხალხის მოტყუებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ თავს ვესხმით უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ხაზგასმით ვამბობთ, რომ მათი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ამისთვის მოცლისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ პირიქით, ყველა ფორმატში გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

და ბოლოს, მათ კვლავ არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო და რუსეთის შეტევა საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული?!
არის თუ არა ეს საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული და უნიკალური მტკიცებულება?!
ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია!”- წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved