• რეკლამა
  • კონტაქტი
04:18, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ არღვევთ “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის 7 მუხლს?” – ირაკლი მელაშვილი კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
23:17 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

საოცრებებს ამბობს პრემიერ – მინისტრი კობახიძე! გომელაური ქიმიკოსი ხომ არ არის, საიდან უნდა ცოდნოდა რა შემადგენლობა ჰქონდა მერაბიშვილის მიერ შეძენილ ქიმური ნივთიერებებს, რითაც შლიდნენ მომიტინგეებსო! ამიტომ, შეიძლება მერაბიშვილი ან უტიაშვილი დავიჭიროთო.

ჰოდა მაგ “არგუმენტით”, რახან გომელაურს დარბევის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებაზე პასუხი არ მოეკითხება, იმიტომ რომ ქიმიკოსი არ არის, მაშინ უტიაშვილი, რომელსაც შსს-ში მუშაობის დროს საერთოდ არ ეხებოდა ეს თემები, რომელი ლავუაზიე მყავს კაცო ? რეებს ბოდავთ თუ იცით მაინც?

იქნებ ვინმემ დაუსვას კითხვა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რატომ არღვევენ  “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის 7 მუხლს. აქ განსაზღვულია, თუ რომელი ინფორმაციის გასაიდუმლეობა არის აკრძალული. აღნიშნული კანონის ამ მუხლის პირვე პუნქტში პირდაპირ წერია:

” აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.”

თუ ამ ინფორმაციას გრიფით საიდმლო დაადეს, ეს კანონდარღვევაა, თუ არ ადევს გრიფით საიდუმლო და ისე მალავენ, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს მიტინგის დასაშლელად, ესეც კანოინდარღვევააა. ორივე შემთხვევაში პრემიერი და ყველა თანამდეობის პირი არღვევენ კანონს და სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, როცა უმალავენ საზოგადოებას ინფორმაციას მიტინგის დასაშლელად გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, რადგანაც ამ ინფორმაციის დამალვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას .

P.S. უეცრად წარმოვიდგინე, 1989 წლის 9 აპრილის დარბევის შემდეგ, მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ირაკლი მენაღარაშვილმა, რომ გააკეთა მწვავე განცხადება, საბჭიოთა არმიის მიერ მიტინგის დაშლისას ქიმური ნივთიერებების გამოყენების თაობაზე, ამის მაგივრად რომ ეთქვა, ოჰ ეს ნივთიერებები ჯერ კიდევ ბერიას და ეჟოვის დროს იყო საბჭოთა არმიის თუ მილიციის განკარგულებაში (რაც სიმართლე იქნებოდა) და ახლანდელი ხელისუფლება რა შუაშია, პასუხისმგებლებიც ისინი არიანო! აი ძალიან აიჭრნენ უკვე ხელისუფლებაში და ყოველ დღე ახალ ახალ სისულელეებს ამბობენ!

“ქიმიკოსები არა ვართ” – კობახიძე ამტკიცებს რომ ბრმად იყენებდნენ წინა ხელისუფლების ნაყიდ ნივთიერებებს ხალხის წინააღმდეგ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved