• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი“ – ანთიმოზ ივერიელი ნეკა დოროყაშვილს

ალია ავტორი - ალია
10:28 05-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,649

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, ნეკა დოროყაშვილის განცხადება, „თურმე უპატონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ”მოყვარულ” ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყვა ცოლად, თავი გადადო და ვარსკვლავად აქცია“ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „ნიკოლოზ ბასილაშვილს 19 წლის ასაკში რუსეთი სთავზობდა მარია შარაპოვასთან ერთად გამოსვლას, ემირატებისგანაც მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა და ავჭალაში ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო“.

„მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით.

თურმე ნიკა ბასილაშვილს სანამ ცოლად გაჰყვებოდა ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი))))

ნეკაჯან სანამ შენ გაგიცნობდა 19 წლის ნიკას რუსეთი სთავაზობდა მისი სახელით გამოსვლას, მოსკოვში სახლს და კარგ სავარჯიშო პირობებს მარია შარაპოვასთან ერთად))))) ნიკამ მოსკოვი და მარია შარაპოვა უარით გაისტუმრა. ემირატებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მათი სახელით უნდა ეთამაშა ”მოყვარულ” ჩოგბურთელს)))))) ისინიც უარით გაიუსტუმრა და თბილისში, ავჭალაში ასფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო. მაშინ ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო და ამიტომ მახსოვს ყველაფერი დეტალებში. უქალბატონესო თურმე უპატონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ”მოყვარულ” ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ. თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს. უქალბატონესო ნეკა! ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი. მეცოდები ნეკა! საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი. შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი. დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი. რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ შვილო შეპყრობილი. შეინანე ნეკა! დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება. ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგძნობიარეა, კარიარას უსპობ და იმ ავადსახენებელ სიტყვებს უსრულებ რომ დაჰპირდი: დედას …. შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!

ნეკა დღეს გიყურე. როგორც მამა, როგორც ბერი. გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე. აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება. შეინანე, ისევ შენი თავისთვის. შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები. ჯერ კიდევ არ არის გვიან. ლუკასთვის გააკეთე“, – წერს ანთიმოზ ივერიელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved