• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი? – მამუკა მდინარაძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
17:46 03-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში, წერს:

„მართალია ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები, – ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად მაინც არ იშლიან.

ყოველ დღე გვეკითხებიან, ვპასუხობთ, მაგრამ მაინც: რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი?

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არც ერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი ე.წ. „მედიასაშუალება“ ეძებს.

„ქართული ოცნება“ მთელი შემადგენლობით აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არსებული გამოწვევების, სადღეისოდ კი ბუნებრივია, მთავარი გამოწვევის, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება.

რა თქმა უნდა პარალელურად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვმუშაობთ და მმართველ პარტიაში გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით ორი შეხვედრა გაიმართა. ის შეხვდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის და პოლიტიკური გარემოსთვის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა შტაბის შეხვედრაც.

სხვათა შორის შეხვედრების ფოტოები პარტიის facebook გვერდზეც დევს, თუმცა მეორე დღიდანვე მაინც გავხდით კითხვის ადრესატები – სად არის ბიძინა ივანიშვილი?

„ქართული ოცნების“ გუნდი სრულ კოორდინაციაში და აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა მიმართულებით, რათა არსებული გამოწვევები ეფექტიანად იქნას დაძლეული.

კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved