• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ არის თალაკვაძე კარანტინში? – “არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს მოქალაქეები”

ალია ავტორი - ალია
14:04 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში და არა – კარანტინში:

„არჩილ თალაკვაძის შემთხვევა უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კონტაქტი გადადის თვითიზოლაციაში. ჩვენ ვთავაზობთ კონტაქტებს გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები. ეს არის მექანიზმი.

ნებისმიერ ჩვენგანს, რომელიც იქნება ხვალ კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა და ამას დაადასტურებს საგანგებო მართვის სამსახური, ეს ადამიანი, იქნება არჩილ თალაკვაძე, თამარ გაბუნია თუ სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა -კარანტინში.

მიზანშეწონილია, რომ მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩამოსული პირი კარანტინში გადავიდეს. სამწუხაროდ, ჩვენ სავალალო გამოცდილება დაგვიგროვდა, როდესაც მოქალაქეები არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ თვითიზოლაციის პირობა ჰქონდეს მოქალაქეს. ეს დაზოგავდა სერიოზულ რესურსსაც და იქნებოდა ნაკლებად სტრესული, მაგრამ დღეს ამისი დაცვის გარანტიები არ არის”

რაც გავიგეთ ჯანდაცვის სამინისტროდან, ისაა, რომ მიზანშეწონილია, რომ მოქალაქე მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩამოსვლისას, განსაკუთრებით კი, თუ მას ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება, გადავიდეს კარანტინში, რადგან მოქალაქეები, რომლებიც მიდიან თვითიზოლაციაში, არღვევენ იზოლაციის პირობებს. ალბათ, თალაკვაძემ დაიფიცა, რომ არ დაარღვევს თვითიზოლაციის პირობებს და გვჯერა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე  თვითიზოლაციაში გადავიდა.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved