• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ არის 50 დღის თავზე ექსპერტიზის დასკვნა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს? – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:25 08-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა, თავისუფლად რატომ დადის? – 50 დღის განმავლობაში გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მე გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც ჩაიზე! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, არსებულ კითხვებზე პასუხებია გასაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი კითხვაა ის, თუ რატომ არ არის ამ დრომდე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა – თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს.

„50 დღეში, ცხადია, სრულყოფილად უნდა არსებობდეს პასუხები – თავად ისროლა, ზურგში ესროლეს, თუ როგორ მოხდა, რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, არავის გვინახავს, გარდა კონკრეტული სპიკერების ბოდვებისა, რომ „ასე იყო, თუ ისე იყო“. არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა!

მეორე – ვინ იყო ადგილზე, მკვლელობის მცდელობის დღეს, ვინ იყო თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სახლში, საგარეჯოში. ოფიციალური ვერსია პროკურატურას ამ დრომდე არ უთქვამს. ათას სისულელეზე მოისმენთ ბრიფინგს, მაგრამ 50 დღეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე, არავინ ვიცით, იმ დღეს, იმ სახლში ვინ იმყოფებოდა?! არსებობს ეჭვი, იყვნენ თუ არა მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე, შს მინისტრად წოდებული იმ დღეს, იმ სახლში.

ვიღაცები კომენტარს რომ აკეთებენ, მამუკა მდინარაძე არ იყოო – არა. პროკურატურას ოფიციალური ვერსიით არ უთქვამს, იყო იმ დღეს იმ სახლში თუ არ იყო. არც ე.წ. შს მინისტრზე არავის უთქვამს, რომ გეკა იყო იმ დღეს იქ, თუ არ იყო. კომენტარები არ გვაინტერესებს. ზარქუა და ვოლსკი, რას იტყვიან და მერე „ტროლ-ბოტობას“ რას დაავალებენ, ეს არა. ჩემს სახლში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, მეზობლებიდან დაწყებული, პროკურატურა ყველას გაგაცნობდათ.

მესამე – 50 დღეზე მეტი გავიდა და პროკურატურას არანაირი კამერის ჩანაწერები არ გაუსაჯაროებია. არ უჩვენებია, რა ავტომობილებით მივიდნენ, ვინ იყო სახლში, ეს კამერები არსებობს ამ მდიდარი ადამიანის სახლში, სადაც ეს მოხდა. თავად ამბობს, რომ მდიდარი ვარ და 50 000 ლარს ნახევარ საათში გადავიხდიო, ასე უთხრა სასამართლოს. გამოძიებასთან ეს სამი ძირითადი შეკითხვაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა, ვინც ამ საქმის შეკერვით არის დაკავებული, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის. ასევე, ალექსი ახვლედიანი,რომლის სახლშიც და რომლის იარაღიდან მოხდა შემთხვევა, ეს კაცი, თავისუფალი რატომ დადის? მინდა, რომ „ქოცმა“ კარგად გაიგოს, ჩემს სახლში რომ მომხდარიყო, ჩემი იარაღით მკვლელობის მცდელობა რომ ყოფილიყო, თქვენი აზრით, გარეთ ვიქნებოდი? ეს კაცი რომ დაბოდიალებს და ამ დრომდე ეარ ვიცით, თვითმკვლელობა იყო, ესროლეს, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენიათ და ეს კაცი, თავისუფლად, როგორ გადაადგილდება? რა კომენტარებსაც იძლევა, ხომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვათ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ლაპარაკობს. 50 დღის განმავლობაში, გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, საავადმყოფო და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ ერთ თვეზე მეტია, ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება. თუ გაინტერესებთ მისამართი, მითხარით, გეტყვით, სად შეიძლება ნახვა, მეტიც, ჩაიზე! ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები, რომელიც 50 დღის თავზე აქვს საზოგადოებას, ამიტომ ნება იბოძეთ და პასუხები გაეცით“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved