• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აპირებს სააკაშვილი ენმ-ს გარეშე პარტიის შექმნას?

ალია ავტორი - ალია
20:30 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

გიორგი ჯავახაძე



ამასობაში, მიშა გააქტიურდა, წინა კვირას გერმანიაში ემიგრანტებს შეხვდა და მათ უთხრა, თქვენ თუ ელოდებით, რომ მე თეთრ ცხენზე შემსვამს ევროპა და შემაბრძანებს საქართველოში, ძალიან ცდებითო. „დასავლეთს დღე და ღამე ესიზმრება, როგორ შემსვას თეთრ ცხენზე და შემომიყვანოს… ფეხებზე ვკიდივართ,. ისევე როგორც ფეხებზე ჰკიდია ყველა ის ერი, რომელსაც არა აქვს უნარი, იბრძოლოს საკუთარი თავისთვის“ – თქვა მიშამ და ამით ხალხს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ქვეყანაში მის შემოსაყვანად უნდა იბრძოლონ. ხვალ, ორშაბათს, 6 სექტემბერს სააკაშვილი კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს, სავარაუდოდ, ისევ მიანიშნებს ხალხს, რომ მათზეა დამოკიდებული, ჩამოვა, თუ არა და როდის ჩამოვა. როგორც „ალიას“ კულუარულად უყვებიან, მიშას იმედი აქვს, რომ ხალხი ან სარფის საზღვართან შეიკრიბება, ან თბილისის აეროპორტთან და საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი დააკავონ, ტრიუმფით შემოიყვანენ ქალაქში და თეთრ ცხენზე არა და თეთრ სკამზე დააბრძანებენ.


პარალელურად, სერიოზული ძვრები დაიწყო სოციალურ ქსელში. რამდენიმე სოციალური ჯგუფი, რომელიც ოპოზიციურ აზრებს აზიარებდა, პროფილს იცვლის, მეტიც, ადმინისტრატორსაც იცვლის და ამ ჯგუფებში უკვე ოპოზიციური მასალები აღარ ზიარდება – მხოლოდ მიშა და ხალხი.


„ალიას“ ინფორმაციით, შეიკრიბა ჯგუფი, რომელსაც არც ნაცი აღარ უნდა და აღარც ქოცი, ისინი ეძებენ და იკრებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც, არც ოცნება უნდა და არც „ენმ“, არც ღარიბაშვილი უნდა და არც მელია – მათი მთავარი გამაერთიანებელი კი – მიშაა! ჯგუფის ახალშეძენილ წევრებს ჰპირდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარმომადგენლები ეყოლება, ხოლო შემოდგომაზე ახალ პარტიას შექმნის, რათა ვადამდელ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ხო, ისინი, ჯგუფის ახალშემოკრებილ წევრებს იმასაც პირდებიან, რომ გაზაფხულზე ასი პროცენტით უნდა ელოდნონ ახალ არჩევნებს.


„მიშამ უნდა აირჩიოს, ან ნაცები, ან ჩვენ“ – ამბობენ ისინი და კითხვაზე, ვინ არიან ისინი, გვპასუხობენ, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც არც „ენმ“-ში არიან გაერთიანებულნი და არც „ოცნებაში“. ჯგუფის წევრები ღიად ეწევიან „ენმ“-ის ამჟამინდელი ლიდერის დისკრედიტაციას ჯგუფის შიგნით და ამბობენ, რომ ნიკა მელიამ, რამდენიმე ისეთ ადამიანს გაუწია რეკომენდაცია სააკაშვილთან, რომელიც საბოლოო ჯამში, მიშას მეგობარი სულაც არ აღმოჩნდა, თუმცა, ჯგუფი ჯერ ღიად არ საუბრობს თავის გეგმებზე და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ჯერ მთავარი 2 ოქტომბრის არჩევნების მოგებაა. ჯგუფი საუბრობს იმაზეც, რომ ისინი მოკავშირეებს ეძებენ და პოულობენ ექიმებში, აქტივისტებში, ჟურნალისტებში, ემიგრანტებში, კომპიუტერული პროგრამების მცოდნე ადამიანებში, მეცნიერებში. ამბობენ, რომ პროფესიონალურ ჯგუფს შეკრებენ და თითქმის ყველა სფეროში ჰყავთ ექსპერტები მოძებნილი, მათ შორის სამედიცინო საქმის ექსპერტებიც კი.
როგორც ჩანს, ეს სააკაშვილის სათადარიგო გეგმაა, იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკა მელიამ არ გაუმართლა იმედები, ან, იმდენად გაამართლა, რომ მეტისმეტი მოუვიდა. ე.წ. „მესამე ძალის“ შექმნა, ისევ მიშას რომ უნდა, კი ვართ მეტის ღირსნი, ისე.


ასეა, თუ ისე, შავი კატა რომ დარბის მელიასა და სააკაშვილს შორის, ეს ხილულადაც ჩანს, სააკაშვილზე პოსტებს, „ენმ“-ის ლიდერებიდან, მარტო სააკაშვილი აზიარებს, „რა გააკეთა სააკაშვილმა“ – ამასაც ლიდერებიდან მხოლოდ სააკაშვილი აზიარებს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ფსონს ნიკა მელიაზე დებს.

რა მისია დაეკისრა წინასაარჩევნოდ ღარიბაშვილს და ვინ იქნება ივანიშვილის „მესამე ძალა“?
თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved