• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ამოვარდა “ჰერეთი” ეპარქიის სახელწოდებიდან? – გააკეთოს სინოდმა და საპატრიარქომ განმარტება – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:08 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რატომ არ შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში ბაქოს ეპარქია და რატომ გაქრა “ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიიდან” “ჰერეთი”

—-

სინოდმა და საპატრიარქომ აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება:

– რატომ ამოვარდა “ჰერეთი” ეპარქიის სახელწოდებიდან?

– რატომ არ შეიქმნა საქართველოს ეკლესიაში ბაქოს ეპარქია, რასაც მეუფე ანანია ითხოვდა კიდეც?

– რა პროცესები მიდის რუსული ეკლესიის ზეგავლენით და რას აკეთებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იმის საპირწონედ, რომ მოსკოვის ბაქოს ეპარქია საუბრობს აქტიურად არა მხოლოდ გარეჯის, ასევე ალავერდის და ბოდბეს “ალბანურ” წარმოშობაზე?

გუშინ, გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ძალიან შემაშფოთებელ თემაზე ისაუბრა ჩემმა სტუმარმა, თეოლოგიის დოქტორმა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, გოჩა ბარნოვმა. მისი თქმით:

“გარეჯის თემა ეს არის გლობალური თემა რომელიც შექმნილია რუსეთის მიერ, პრობლემა არის რუსული ეკლესიის ბაქოს ეპარქიის მუშაობა, რომელიც აქტიურად ავრცელებს იდეას რომ ეს არის ალბანური კულტურის ძეგლები – ალავერდი, გარეჯი და ბოდბე.

2019 წელს ჩამოსული იყო ბაქოს ეპარქიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს საპატრიარქოში და მეუფე ანანიამ მაშინ დაწერა წერილი (სად გაქრა შემდგომ ეს წერილი, არ ვიცი), რომ უნდა შეიქმნას საქართველოს ეკლესიაში სრულიად ბაქოს ეპარქია, არა მხოლოდ ჰერეთის, არამედ ბაქოს.

დემეტრე თეთრუაშვილი, რომელიც 2014 წელს ერთხმად გამოირჩიეს ჰერეთის ეპისკოპოსად, უცბად 3 დღეში უქმდება ეს ყველაფერი. როგორც შემდგომ ვგებულობთ, თურმე რუსებმა თითი დაუქნიეს, რომ აქ არ გააკეთოთ „ჩვენს ტერიტორიაა“ იურისდიქციულად. მე მახსოვს, როდესაც იქ შეიცვალა საეპარქიო ხელმძღვანელები, მეუფე თეოდორე ჭუაძემ, ერთ-ერთ წირვაზე, როდესაც დიაკვანმა ასამაღლებელში ახსენა „ჰერეთისა და ხორნაბუჯის“, მეუფე თეოდორე ჭუაძემ თითით ანიშნა, „ჰერეთი არა!“, შეუსწორა პირდაპირ დიაკვანს.

მეუფე თეოდორეს ეს შენიშვნა „ჰერეთი აღარ!“, რას ნიშნავს, მიჰყიდეს, გადასცეს ეს ეპარქია? – მითხრა გოჩა ბარნოვმა.

ეს ნაღმები ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც ახლა გარეჯში ხდება, რაც წინ ძალიან მძიმედ შეიძლება დაგვხვდეს არც ისე გვიან.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved