• რეკლამა
  • კონტაქტი
05:03, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ამბობს უარს “ენმ”-ი დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე? – ორი მთავარი მოთხოვნა

ალია ავტორი - ალია
18:53 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

აკაკი მინაშვილი:

„ვიდრე ორ მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება, სრული შეთანხმება მიღებული ვერ იქნება. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები არის მთავარი საკითხები. ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წასვლა მოუწია იმ სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს ეხება, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს ორ მთავარ საკითხზე. ეს საკითხებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნები, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში კრიზისის მოგვარებისთვის.

თქვენ გახსოვთ ორი კვირის წინანდელი პოზიცია, როდესაც რაიმე სახით ვადამდელი არჩევნების საკითხის გაგონებაზე „ქართული ოცნება“ რადიკალური ხდებოდა. ახლა ეს ვითარება შეიცვალა, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია თავისი არსით, რადგან განსხვავებული პრინციპის არჩევნებია.

შეიძლება, მაგალითად, ერთმა ადამიანმა ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიოს რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი და ცენტრალურ არჩევნებზე აირჩიოს სულ სხვა პარტიის წარმომადგენელი. სპეციფიკაა განსხვავებული და ამის აღრევა კიდევ უფრო დაძაბავს და უფრო მეტ კრიზისს შექმნის ქვეყანაში. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კრიზისი შეიქმნას. ამიტომ ეს ცალ-ცალკე უნდა იყოს. მარტივი გამოსავალი ამ კრიზისიდან სწორედ ეს ვადამდელი არჩევნები. ამ შემთხვევაში ეს მიუღებელია“

თეგები: აკაკი მინაშვილიენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved