• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს?

ალია ავტორი - ალია
16:34 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

ფოტო – პალიტრანიუსი

“კარიბჭესთან” ვაზისუბნის ცხრა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გურამ გურამიშვილი, ამბობს:

– ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია – იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას. იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა – ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.

ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი.

ყოველი ჩვენგანი ხორცისა და სულისაგან შედგება. ხორცი ადრე თუ გვიან მიწად იქცევა, ნათქვამია: “მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევიო…” შესაბამისად, ხორციელი ყოფაც დროებითია, წარმავალი. სულიერი ცხოვრებაა საუკუნო. ამიტომაც არა მარტო ხორციელ სიამტკბილობაზე უნდა ვიფიქროთ, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომელიც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით: ლოცვით, მარხვით, გულწრფელი აღსარებით, ხშირი ზიარებით… მიიღწევა. წმინდა მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერ ჭრილობებს კურნავს და ცოდვით გახრწნილ სულს აახლებსო.

საგულისხმოა, რომ ქრისტემ ფერი ლოცვის დროს იცვალა. ამით უფალმა კიდევ ერთხელ მოგვცა სწავლება ლოცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და განსაცვიფრებელი ძალმოსილების შესახებ. ყოველდღიური გულმხურვალე ლოცვით ფიზიკური თვალისაგან უხილავად მლოცველის სულიერი ფერისცვალება ხდება. ლოცვა ხომ სულის სუნთქვაა, სუნთქვის გარეშე კი სულის სრულყოფა წარმოუდგენელია.

სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, მთავარია, გულში ჰყავდეს უფალი და ეკლესიაში სიარული აუცილებელი აღარაა. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. ქრისტიანული ცხოვრების არსი პიროვნული სრულყოფისკენ, სულიერი ფერისცვალებისკენ სწრაფვაა და ამ მიზნის განხორციელებაში ეკლესიური წესების დაცვით გარდამოსული ღვთიური მადლი გვეხმარება.

თეგები: ფერისცვალება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved