სკანდალური პრეპარატის “მადლი ღვთისას” შემქმნელებმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთმა მთავარმა მებრძოლმა ლევან რატიანმა მათთან შეხვედრისას “მადლი ღვთისა” მიიღო.
„ყველას შევხვდით, თენგიზ ცერცვაძესაც და ლევან რატიანსაც. რატიანმა მიიღო ეს წამალი და თქვა, რომ ის მორწმუნე ბებიის გაზრდილი იყო და სჯეროდა ჩვენი, მაგრამ დანარჩენებმა თქვეს, რომ ღმერთი არ სწამთ და მათთან ურთიერთობა საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ“- ამბობს “მადლი ღვთისას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ლევან რატიანი “პრაიმტაიმთან” ამბობს:
“მართალია, “მადლი ღვთისას” შემქმნელებს შევხვდი, მაგრამ ეს პრეპარატი თუ კვებითი დანამატი არ დამილევია, საერთოდ არ ვიცი, რა არის ეს “მადლი ღვთისა”
შეგახსენებთ, ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა პრეპარატი “მადლი ღვთისა”, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ეს Covid-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება.
კომენტარები