• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატი ბრეგაძის გამოსამშვიდობებელი წერილი

ალია ავტორი - ალია
18:04 11-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,975
რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობელ-სამადლობელ წერილს აქვეყნებს, რომლის ერთ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ქართული ოცნების გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მანდო დიდი პასუხისმგებლობა და მომცა უნიკალური შესაძლებლობა იუსტიციელთა ღირსეულ, პატრიოტ და სანიმუშო პროფესიონალების გუნდთან ერთად ვყოფილიყავი ქართველი ხალხის სამართლიანი ინტერესების სამსახურში. მადლიერი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის მთავრობის შემადგენლობაში მუშაობის პერიოდით. 2021 წელს მუშაობა ცარიელი ფურცლიდან არ დამიწყია, პირიქით, დამხვდა ჩემი წინამორბედების, ქალბატონი თეა წულუკიანისა და ბატონი გოჩა ლორთქიფანიძის მიერ იუსტიციის სამინისტროს სისტემის განვითარებისთვის გაწეული დიდი სამუშაო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს.
ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული და ადამიანზე ორიენტირებული ბევრი ინოვაციური იდეა განხორციელდა, რომლის არასრული ჩამონათვალიც შეგიძლიათ აქ იხილოთ.
ეს ყველაფერი განახორციელა იუსტიციელთა ერთ დიდ ჯაჭვად შეკრულმა გუნდმა, რომელშიც თითოეული რგოლი განსაკუთრებული და საკუთარი უნიკალური თვისებების მატარებელია. მინდა ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო მაღალი ღირსების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პროფესიონალიზმისათვის.
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც უსამართლობა სრული არსენალით ებრძოდა სიმართლეს, ბევრ რთულ გამოწვევას უკავშირდებოდა. მრავალი შავი მილიონით დაფინანსებული, მასშტაბურად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანიით ქართულ სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის წამებას, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვასა და პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნას აბრალებდნენ. დეზინფორმაციის მძლავრ მანქანას სახელმწიფო ინტერესების უკომპრომისო დაცვა, სამართლიანობა, კანონიერება და ბრძოლისუნარიანობა დავუპირისპირეთ, რის შედეგადაც როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა სახელმწიფოს სიმართლე და ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში პენიტენციური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა. ამ სიტყვების კიდევ ერთი ნათელი დასტური საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავებული და უკვე ამოქმედებული პენიტენციური კოდექსია, რომელიც თვისობრივად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას.
2012 წელს, როდესაც ციხეში წამება და ადამიანური მოპყრობა სისტემური პრობლემა იყო, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ 12 წლის თავზე პატიმარს დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებოდა. „ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტმა, რომელიც ქართული სიახლეა, ევროპის მასშტაბით პენიტენციურ სისტემებში ყველაზე ინოვაციური პროექტების სამეულში ღირსეული ადგილი დაიკავა.
პენიტენციურ დაწესებულებებში გავხსენით იუსტიციის სახლები, რის შედეგადაც პატიმრებს სახელმწიფო სერვისების მიღება შეუძლიათ…“
შეგახსენებთ, რატი ბრეგაძეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვლის
თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved