• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაშიზმი და ფაშიზმი – რაშიზმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რუსული ეკლესიის იდეოლოგია – ვიკიპედია ახალ განყოფილებას ამატებს

ალია ავტორი - ალია
20:40 04-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
528
ვიკიპედია ახალ განყოფილებას ამატებს – რაშიზმი და ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია 23 ენაზე.

“ალია” ვიკიპედიის ახალი განყოფილების ტექსტს სრულად გთავაზობთ:

რაშიზმი (ინგლ. Rashism, რუს. Рашизм), ასევე გამოიყენება ტერმინი რუსიზმი — ნეოლოგიზმი, რომელიც არაოფიციალურად გამოიყენება XXI საუკუნის პირველ მეოთხედში ვლადიმირ პუტინის მმართველობისას რუსეთის პოლიტიკური იდეოლოგიისა და პრაქტიკის აღსაწერად, რომელიც ეფუძნება იდეებს რუსეთის „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიაზე“, როგორიცაა „მოძმე ერების უფროსობა“ ან „მოსკოვი როგორც მესამე რომი“. ის ეფუძნება რუსეთის იმპერიულ და საბჭოთა მემკვიდრეობას, მათ შორის საბჭოთა კავშირის როლს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ზნეობრივი დოქტრინას, „სუვერენული დემოკრატიის“ ცნებასა და „რუსული სამყაროს“ კონცეფციას.

ტერმინი აქტუალური გახდა დასავლურ მასობრივი მედიის საშუალებებსა და უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებში 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინის მიერ „სპეცილური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გამოცხადების შემდეგ, რომლის მოტივებად უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“ გამოაცხადა.

ტერმინმა არაოფიციალურ გავრცელება ფართო წრეებში 2008 წელს ჰპოვა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ამ ტერმინის გავრცელების განმეორებითი ტალღა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, Boeing 777 თვითმფრინავის 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად ჩამოგდებისა და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს დაიწყო.

ტერმინი პირველად აღნიშნული იყო გერცენის მიერ რომანში „წარსული და ფიქრები“ (1868), „რუსეთიზმის“ ფორმით, რუსეთის მთავრობაში ექსტრემისტული მიმდინარეობის აღსანიშნავად. ტერმინ „რაშიზმის“ („რუსიზმი“) იდეოლოგიური აღორძინების ავტორია იჩკერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, რომელიც განიხილავდა რუსის ძირითად თვისებას კავკასიაში რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიაში.

ძირითადი ნიშნები და თვისებები

გარკვეული მტკიცებებით, რაშიზმის, რომელიც უკვე სრულად ჩამოყალიბდა ოფიციალურ იდეოლოგიად, საფუძვლად დევს სამართლის ძალის უარყოფა და ძალის უფლების მტკიცება, უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტის მიმართ და თვითდამკვიდრება განუკითხაობისა და ძალადობის ხარჯზე. იმის მიუხედავად, რომ ეს თვისებები დამახასიათებელია რუსეთის ხელისუფლებისათვის, იგი მემკვიდრეობით გადმოღებულია ოქროს ურდოსგან. რაშიზმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია რუსების, როგორც „ღვთის რჩეულთა“ ერის შესახებ.

რუსი ისტორიკოსის ალექსანდრე სკობოვის აზრით, რაშიზმი წარმოადგენს დიდმპყრობელური რუსული შოვინიზმის, საბჭოურ წარსულზე ნოსტალგიისა და ცრუმორწმუნეობრივი მართლმადიდებლობის ეკლექტიკურ ნარევს. აგრეთვე, რაშიზმი ხასიათდება პიროვნებისადმი უპატივცემლობით, პიროვნების უმრავლესობაში „დაკარგვისა“ და უმცირესობების დათრგუნვისადმი სწრაფვით. რაშიზმს ახასიათებს ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესებისადმი, ვინაიდან „ყოველივე ეს მხოლოდ ნატიფი მანიპულაციების ინსტრუმენტია“ (თავად რაშიზმი უპირატესობას ანიჭებს უხეშ მანიპულაციებს). რაშიზმი გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „სახალხო სული“ და „უზენაესი საერთო ინტერესი“ ვლინდება არა ფორმალური არჩევითი მექანიზმების გამო, არამედ ირაციონალურად, მისტიკურად – ბელადის საშუალებით, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ასეთი იმიტომ, რომ შეძლო ყველა დანარჩენის დამარცხება.

პოლიტოლოგი რუსლან კლუჩნიკი აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა ცდილობს ააგოს საკუთარი „სუვერენული დემოკრატია“ დასავლურ სტანდარტების გარეშე, სახელმწიფოს შექმნის რუსული ტრადიციების გათვალისწინებით. მისი თქმით, ადმინისტრაციული რესურსი რუსეთში დემოკრატიული ფასადის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიღმაც იმალება მოქალაქეთა ნების გამოვლინების აბსოლუტური მანიპულირების მექანიზმი.

შედარებები ფაშიზმთან

პოლიტოლოგი ეტანსლავ ბელკოვსკი ამტკიცებს, რომ რაშიზმი ინიღბება ანტიფაშიზმად, მაგრამ მას აქვს ფაშისტური სახე და არსი.

რაშიზმის, როგორც „რუსული ფაშიზმის“ ცნების შესწავლა დასავლეთში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აგრეთვე, ამერიკელი ავტორები ხედავდნენ რუსული ფაშიზმის მატარებელს ვლადიმერ ჟირინოვსკიში. რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკის მტკიცებით, რაშიზმი წარმოადგენს ფაშიზმის რუსულ სახესხვაობას.

ემბლემა

რუსების მიერ უკრაინაში შეჭრის დროს სამხედრო ტექნიკაზე დატანილი განმასხვავებელი სიმბოლო

ომის სიმბოლოს სახით ასო „Z“ გამოიყენებოდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის ნიშნად. ჩეხეთის მთავრობამ ნიშანი „Z“, როგორც ნაცისტური სვასტიკის ექვივალენტი შეაფასა, მაშინ, როდესაც ყირგიზეთმა და ყაზახეთმა აკრძალეს „Z“ სიმბოლოების საჯარო გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებზე.

ზოგადად სიმბოლო „Z“ პროპუტინისტურმა და პროსამხერდო სამოქალაქო პირებმა, როგორც პუტინისადმი სიყვარულისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოვლინება მიიღეს. მაგალითად, კუზბასის გუბერნატორმა, სერგეი ცივილევმა, შეცვალა ოლქის დასახელება და ჩაანაცვლა რუსული „з“ ლათინურ ასო „Z“-თი (კუZბასი). სხვა მაგალითია: როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა დაიწყო საკუთარი გვარის დაწერა როგორც „როგოZინი“.

ადგილობრივმა საქალაქო საბჭოებმა რუსეთში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი ფლეშმობები დაიწყეს, სადაც გამოსაჩენ ადგილზე გამოსახული იყო სიმბოლო Z. რუსული პროპაგანდისტული მასმედია აზიარებდა სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ვიდეორგოლებს, რომლებზეც აღბეჭდილია „Z“ სიმბოლოიანი შავ პერანგებში ჩაცმული ახალგაზრდების ფლეშმობი, რომლებიც გაიძახიან „რუსეთისათვის, პუტინისათვის!“. სახელმწიფო დუმის წევრმა, მარია ბუტინამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად დაიხატა ასო „Z“ თავის პიჯაკზე და მოუწოდა სხვებს ასევე მოიქცნენ.

 

თეგები: რაშიზმირუსეთიფაშიზმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved