• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაში სჭირდება ტრამპს რეალურად გრენლადნია? – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:16 01-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,630

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

🇬🇱 ათასობით წელია ადგილობრივი, აბორიგენული მოსახლეობა გრენლანდიაში ცხოვრობს.

ათასი წელია სხვადასხვა ხალხები ამ კუნძულზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ. მათი უდიდესი უმრავლესობა ვერ შეეგუა მკაცრ კლიმატს, უმძიმეს ყოფას, ბევრი გაიცა… ადგილობრივებმა კი ყველაფერს გაუძლეს, ისწავლეს მარადიულ ყინულთან, თოვლიან ქარბუქთან, ოკეანესთან ურთიერთობა, თავიანთი ცხოვრება დაუნდობელ და სასტიკ ბუნებას მოარგეს და გადარჩნენ. არაფრის ფასად არ მიატოვეს თავიანთი სამშობლო, თავიანთი მიწა-წყალი.

🇬🇱 მხოლოდ კლიმატთან არ უწევდათ გრენლანდიელებს მეტოქეობა. მათ საკუთარ ზურგზე იწვნიეს კოლონიური უღელის სიმძიმე, ჰქონდათ გარიყული და მეორეხარისხოვანი მოქალაქეების სტატუსი, იყვნენ უსამართლო და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

🇬🇱 თუმცა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ისინი ნელ-ნელა სრული გათავისუფლების გზას დაადგნენ. ჯერ პარლამენტის არჩევის უფლება მოიპოვეს, ეტაპობრივად აღჭურვეს თავიანთი ავტონომია სხვადასხვა ბერკეტებით, ბოლოს რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების პრივილეგიაც იგდეს ხელს.

 მოულოდნელად კი გამოჩნდა კაცი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ხან “კოვბოივით” იქცევა და წესების დარღვევით, წესრიგის უგულებელყოფით სჯის მხოლოდ იმ ნაძირალებს, რომლებიც მას არ ემორჩიელებიან; ხან კი ისე იქცევა, როგორც უძრავი ქონების მაგნატი, რომელსაც ჰგონია, რომ დიდი ისტორიითა და თავგანწირული მოსახლებით გამორჩეული კუნძული ნიუ-იორკის რომელიღაც სამშენებლო პოლიგონია. გამოჩნდა კაცი, რომელსაც სურს იყიდოს ადამიანები, გადაწყვიტოს ადამიანთა ბედი ისე, რომ მათ არც კითხოს არაფერი..
თუ არ გამოუვა, მზად არის ძალით, ბომბებით და რაკეტებით მიაღწიოს საწადელს.

➡️ და ვის ემუქრება ტრამპი იარაღით? გრენლანდიელებსა და უმშვენიერეს და გამორჩეულ დემოკრატიას, უდიდესი კულტურის ხალხს, ამერიკის უერთგულეს პარტნიორს – დანიის სამეფოს.

➡️ და რაში სჭირდება ტრამპს გრენლადნია?

უსაფრთხოებისთვის? კუნძული ნატოს ნაწილია, 1951 წლიდან არსებობს სამხედრო ხელშეკრულება აშშ-სა და დანიას შორის, მოქმედებს ამერიკული ბაზა გრენლანდიაზე, ევროკავშირის ლიდერები მზად არიან განიხილონ ნებისმიერი წინადადება არქტიკაში ერთობლივი მისიის შესახებ, რათა ჩრდილოყინულოვან ოკეანეში უსაფრთხოება დაიცვან. ჩინური და რუსული გემები დომინირებენ? შეიძლება მათი საწინააღმდეგო პროგრამის შესახებ შეთანხმებაც.

ეკონომიკისა და რესურსებისთვის ? ამაზეც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ იმ ხალხთან ერთად, ვინც კუნძულზე ცხოვრებისთვის ათასობით წლის განმავლობაში ყველაფერი გაიღო.

➡️ მაგრამ არა! ტრამპს სურს, რომ მხოლოდ თვითონ და მხოლოდ მისთვის სასარგებლოდ გადაწყვიტოს საკითხი და არ გაითვალისწინოს არც ძველი და სანდო პარტნიორი, არც ადგილობრივი მოსახლეობა და მისი ინტერესები, არც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები!

ტრამპი მსოფლიო წესრიგთან ერთად ანგრევს ევროპას! გრენლანდიის ამბავი არის თავდასხმა კოპენჰაგენზე, პარიზზე, ბერლინზე… ნატო მანამდე უნდა განადგურდეს, სანამ ევროპა ამერიკის გარეშე საკუთარი თავდაცვის ორგანიზებას შეძლებს.

➡️ ვის აწყობს ევროპის განადგურება, დამცირება, მოსპობა? არის ერთი კაგებეშნიკი, ყელამდე სისხლში, თინა კანდელაკი დააჯილდოვა ამასწინათ.

ევროპამ სიმბოლური კონტიგენტი გადასხა გრენლნდიაში. საქართველოს ტლუ ექსპერტებს სასაცილოდ არ ეყოფათ სიმბოლური კონტიგენტის ამბავი. არადა, ეს ნატოსგან დამოუკიდებლად, ევროპელთა ერთობლივი სამხედრო სოლიდარობაა გრენლანდიელებისა და დანიელების მიმართ. ცხადია, 13 გერმანელი და 17 ფრანგი ჯარისკაცი აშშ-ის უძლიერეს არმიას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ევროპელები ამბობენ, რომ გრენლანდიაზე თავდასხმა ჩვენზე თავდასხმააო.

🇬🇪 მხოლოდ მსოფლიო წესრიგსა და ევროპის ქმედუნარიანობაზე დარდი არ მალაპარაკებს. პატარა ქვეყნებს ერთი ბედი გვაქვს, მათ რა საფრთხეც ემუქრებათ, შეიძლება ჩვენ, სხვა მხრიდან კიდევ ერთხელ დაგვემუქროს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved