• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაში გამოიხატება “ოცნების” ქრისტიანობა? ფარისევლობაში!” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
02:02 04-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ხალხი, რომელიც კაკო ყაჩაღის მამას დაიმონებდა და შემდეგ მოკლავდა; პეტრეს გაოცებას დასცინებდა და მახათაზე სარჩობელას აღმართავდა; გაბოს თამროს მოსტაცებდა და დიდ სიყვარულს საკუთარი ახირების გამო მოსპობდა; ოთარაანთ ქვრივის საჭირნახულო ქისას ქრთამად მიითვისებდა; დარეჯანივით ტყუილუბრალოდ დაამცირებდა და ღირსებას შეულახავდა მშრომელებს; დღეს სარწმუნოებაზე გველაპარაკება ნიშნისმოგებით! ???

მთელი თქვენი ქრისტიანობა საუკეთესო შემთხვევაში არის ლუარსაბ თათქარიძის ქრისტიანობა, სანთლის დანთება, რიტუალების აღსრულება და არანაირი აქტიური სიკეთე !!! უმრავლესობა, ალბათ, რიტუალებსაც არ ასრულებს და მხოლოდ კამერის გამოჩენისას მოიმარჯვებს კელაპტარს.

იმ ქვეყნის უმდიდრეს მმართველებს, სადაც: მოსახლეობის 1/4 სიღარიბეში ცხოვრობს, ხალხს სახლ-კარი არ აქვს, მთელი სახელმწიფო აპარატი მევახშეების, თაღლითებისა და სხვა მძარცველი ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობს; ავადმყოფობა და უმეცრება ანგრევს ადამიანთა ცხოვრებას; მამული ბოზობის, ნარკომანიის, ფულის გათეთრების, ჩაგვრისა და ბუნების გაჩანაგების ასპარეზად არის ქცეული, რა უფლება აქვთ სარწმუნოებაზე საუბრისა?!!!!!!!

მითხარით, რაში გამოიხატება “ქართული ოცნების” ქრისტიანობა? ფარისევლობაში!

დარწმუნებული ვარ, პარლამენტის ვერც ერთი ლიდერი ვერ აუხსნის ილია ჭავჭავაძის ვერც ერთი მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაწარმოების შინაარსს, ისტორიულ კონტექსტს, მნიშვნელობას რუსთაველის გამზირზე თავმოყრილ მოზარდებს! ვერც ქრისტიანობაზე ეტყვის მათ რაიმე ღირებულს. სამაგიეროდ, შეუძლიათ იდიოტური ფიცის გამო დემონებად გამოაცხადონ ბავშვები, რომელთაც არ უნდათ ჩვეულებად ქცეული კონფლიქტის ხილვა მათ სამშობლოსა და ევროპას შორის!

პროპაგანდის გამო ყველაფერს იკადრებენ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved