• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაში დაიხარჯა 31,3 მილიონი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ? – “1 200 კოოპერატივი შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ტექნიკა მიეღო”

ალია ავტორი - ალია
14:50 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ბოლო 8 წლის განმავლობაში სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისთვის 31.3 მილიონი ლარი დახარჯა – მიზანი იყო, საგადსახადო შეღავათებისა და თანადაფინანსების მეშვეობით სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსახლეობის ადგილზე დამაგრება და მათი ეკონომიკური გაძლიერება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის დასკვნაში, ვკითხულობთ:

“ფაქტია, კანონმა მიზანს ვერ მიაღწია,

კანონის შედეგები ასე გამოიყურება:

– 2015 წლიდან დღემდე კოოპერატივების ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო 31 მილიონის თანადაფინანსება გაცემულია 1006 კოოპერატივზე;
– დაახლოებით 1 200 კოოპერატივი ჩამოყალიბდა მხოლოდ იმისთვის, რომ წვრილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიეღო;
– 2 235 კოოპერატივიდან ნახევარზე მეტს (1 148) შეუწყდა სტატუსი;
– ამჟამად ფუნქციონირებს 995 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

ამ წლების განმავლობაში სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სტრატეგია არ შეუქმნია; არც ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელსაც კოოპერატივებისთვის წარმოებასთან, მარკეტინგთან, ფინანსურ აღრიცხვიანობასა და აგრობიზნესის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გაემარტივებინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არც დაპირებული პროგრამები განუხორციელებია, რომლებიც კოოპერატივის მენეჯმენტს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებოდა.

ძირითადი პრობლემები, რომლებიც საქართველოში სასოფლო კოოპერატივების განვითარებას აფერხებს:

– ბიუროკრატიული ბარიერები;
– დოკუმენტაციისა და ბუღალტერიის წარმოების სირთულე;
– გადაწყვეტილებათა ნოტარიულად დამოწმების სირთულეები (ნოტარიუსების უარი, გაზეთში გამოცხადება);
– ფინანსები (სესხი) ხელმისაწვდომობის სირთულე;
– ექსპერტებისა და ცოდნის ნაკლებობა, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ორგანიზაციული მიმართულებით;
– სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების არაეფექტიანობა.

ბიუროკრატიული ბარიერები – როგორც შექმნის, ასევე შემდგომ ეტაპზე, კოოპერატივში თითოეული ცვლილება უნდა აისახოს ნოტარიულად, შემდეგ კი დაფიქსირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც.”

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved