მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდნენ, “ევროპული საქართველოს” ლიდერი უდროო ინიციატივას უწოდებს:
“ევროპულ საქართველოში” ეჭვობენ, რომ სააკაშვილის ინიციატივა, შესაძლოა მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის საბაბად იქნეს გამოყენებული:
“პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და არ გამოხატავს რეალობას, იმიტომ რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამ ამოცანაში ხელი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალცალკე გამოსვლა, სწორედ ორივე ამოცანას პასუხობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიოტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად”
კომენტარები