• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რასაც თქვენ აკეთებთ არის ყალთაბანდობა” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:58 11-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“აი ახლა, მთავარი არხის მაყურებელმა იხილა ის ფურუნკული, რაც უნდობლობით წამლავს ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციას პერმანენტული მარცხისთვის სწირავს.
მთავარ არხზე გავიდა სიუჟეტი ბუჩამდე იყო აფხაზეთი.
სიუჟეტის ავტორმა დაურეკა ტაბულას ყოფილ რედაქტორს, ანა გვარიშვილს – დევნილების ჩაწერა უნდოდა და ჩვენი რესპონდენტების ნომრები სთხოვა. ცხადია მივეცით, საჯარო ინტერესის სამსახურად მიგვაჩნია.
ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის აფხაზთა კრების, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ტაბულას კამპანია.
დავიწყეთ მაისში ძალიან შთამბეჭდავი ინტერაქტიული გამოფენით კლუბში KHIDI – ზღვა ხალხი მოგვაწყდა.
გავაგრძელეთ აგვისტოში პირველ სკოლასთან ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით, ასევე ბევრი ხალხი მოვიდა.
27 სექტემბერს ძალიან შთამბეჭდავი მსვლელობა მივუძღვენით რუსთაველზე და გავუშვით ფილმი – სადაც სამი ახალდაბელი ტყვე ქალი საუბრობდა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
თემა გავიდა საერთაშორისო მასშტაბზეც და სულ რაღაც ერთი თვის წინ უამრავმა ექსპერტმა, დიპლომატმა, პოლიტიკურმა აქტივისტმა, ჟურნალისტმა და კომენტატორმა დაუჭირა მხარი კამპანიას – ბუჩამდე იყო აფხაზეთი.
გაზაფხულზე ამავე კამპანიის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ – რაც უშუალოდ ეხება დევნილების საკუთრების თემას.
მოკლედ არსებობს ძალიან თანმიმდევრული გუნდი – რომელიც ამ თემას ძალიან თანმიმდევრულად მიყვება და ძალიან ხმაურიანი და ხალხმრავალი ღონისძიებები ჰქონდა ამ საკითხზე, ბევრად ხალხმრავალი, ვიდრე რომელიმე სხვა პარტიას დამოუკიდებლად.
აი ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარმა არც ახსენა ევროპული საქართველო.
იცით რატომ? იმიტომ რომ მაგ გოიმებს ჰგონიათ რომ კონკიას მორალი მხოლოდ ზღაპარია.
მეგობრებო, რასაც თქვენ აკეთებთ არის არა ჟურნალისტიკა და საჯარო ინტერესების სამსახური.
არამედ ყალთაბანდობა.
და თქვენზე ნიჭიერი, მდიდარი და უპრინციპო ყალთაბანდი ყავს ქართველ ერს ჩრდილოვან მმართველად.
აი თქვენი ყალთაბანდობის გამო ურტყამს გოლებს ბიძინა ცარიელ კარში და გააქვს.
ყალთაბანდები ხართ, თან ლუზერობისთვის განწირული ყალთაბანდები.
ურალოდ, პარალელურად, სულ რაღაც, ეროვნულ ინტერესებს აზიანებთ მრუდე სარკეების შექმნით.
მთავარი არხი • Mtavari Arkhi“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved