• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რასაც გიყვებით, ეს ივანიშვილის გარემოცვიდან ვიცი და ცხადია, ეს ამბავი ჩემამდე პირველს ივანიშვილს ეცოდინებოდა” – რას უყვებიან “ალიას”?

ალია ავტორი - ალია
03:59 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,464

 

ლევან ჯავახიშვილი, ალია

პარლამენტში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, მის გარშემო, დიდი ხმაური ატყდა. სალომე ზურაბიშვილმა არ დამალა, რომ მთავრობამ მას დაუბლოკა უცხოური ვიზიტები და პირადი კონტაქტებით მოახერხა უცხოური ვიზიტების დაგეგმვა და ბრიუსელში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. მანამდე, ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელმაც პირადად მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში. ორივე ვიზიტისას, ზურაბიშვილმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და დაგმო  რუსეთის აგრესია. ასევე, მოგვიანებით ფრანგულ მედიაში გააკრიტიკა ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც პასიური პოზიცია უჭირავს უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.

ამით კარტები აურია პრორუსულ “ქართულ ოცნებას”. ამის გამო იყო, რომ მისთვის იმპიჩმენტის მოწყობა სურდათ – კი, პრეზიდენტი საგარეო საკითხებში საქართველოს წარმოადგენს, მას უცხიეთში ვიზიტების განხორციელების უფლებაც აქვს, მაგრამ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემთხვევაშიო. რადგან პრემიერს არ შეუთანხმა ეს ვიზიტები, თვითნებურად წავიდა უცხოეთში და შეხვდა უცხოელ პოლიტიკოსებს, ამით  კონსტიტუცია დაარღვიაო. თუმცა, საბოლოოდ, იმპიჩმენტის დაწყებამდე არ მისულა საქმე, პარლამენტი მოულოდნელად გაჩუმდა.

ბევრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენია, სათადარიგო ვარიანტი იმისთვის, თუ რუსეთი დამარცხდება ომში. ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილს ზურაბიშვილმა უნდა დაულაგოს დასავლეთთან ურთიერთობა და მისი ქონებისა და ფინანსების  გადარჩენაზეც  უნდა  იზრუნოს. მოკლედ, ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს ზურაბიშვილის ვიზიტები ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, მისი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებიც, რათა ხიდი გადოს დასავლეთთან და მერე ივანიშვილი დაიცვას თავისი ძველი თუ ახალი კონტაქტებით, პროდასავლური პოლიტიკოსის იმიჯით და ამის შესახებ არავინ  არაფერი იცოდა. აბუნტებული სამთავრობო და საპარლამენტო ლიდერები კი ბოლოს, ისევ ივანიშვილის მესიჯით გაჩუმდნენ… თუმცა, ამ ვერსიას არ იზიარებს “ალიას” წყარო.

“ადრეც და “ალიას” წინა ნომერშიც მოგახსენეთ, რომ დასავლეთი და მეტადრე ამერიკა, სალომე ზურაბიშვილს ამ ეტაპზე განიხილავს საქართველოში პროდასავლური პოლიტიკოსების ლიდერად. ზურაბიშვილი ამერიკის ფავორიტია  და მას ამერიკა “ქართული ოცნების” შეცვლელად მიიჩნევს, პარტიას კი თავად შეუქმნის და დაუფინანსებს.  ზურაბიშვილს აღარაფერი მართებს ივანიშვილისა.

“ალიას” რამდენიმე წინ ვუთხარი და ეს გაზეთში დაიბეჭდა, ახლაც გავიმეორებ. საფრანგეთის მოქალაქე, ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩიოდა. პავლოვასთან ივანიშვილი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა და ამის წყალობით გახდა საფრანგეთის მოქალაქე. ამ ქორწინების კანონიერებით საფრანგეთის პროკურატურაც დაინტერესდა. ეს საქმე ბოლომდე რომ მისულიყო, ივანიშვილს პავლოვა სოლიდურ თანხას გადაახდევინებდა, როგორც ყოფილი მეუღლე. უარეს შემთხვევაში კი, ივანიშვილს საფრანგეთში   სამართლებრივი დევნის დაწყება ემუქრებოდა. ეს საქმე ჩაფარცხა სალომე ზურაბიშვილმა თავისი გავლენებით ფრანგ პოლიტიკოსებთან და ფრანგულ სპეცსამსახურებთან. არ დაგვავიწყდეს, რომ 2004 წლამდე მაღალი რანგის ფრანგი დიპლომატი იყო, ნატო-სა და გაერო-ში იყო საფრანგეთის წარმომადგენელი, ამერიკაში საფრანგეთის ელჩის პირველი მოადგილე. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებით მიიღო. ფაქტია, ინგა პავლოვა აღარ ჩივის და აღარც საფრანგეთის პროკურატურა იძიებს მისი და ბიძინა ივანიშვილის ქორწინების კანონიერებას.

მოკლედ, დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის ივანიშვილზე დამოკიდებული. მეტსაც გეტყვით. მას სატელეფონი საუბარი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. ამერიკის ხელისუფლება აპირებს სალომე ზურაბიშვილი მიიწვიოს ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში. ჩემი ინფორმაციით, ის შეხვდება ბლინკენსა და ვიცე-პრეზიდენტს, კამილა ჰარისს. ეს უკვე საბოლოო და მკაფიო მესიჯი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან დასავლეთთან ყველა ხიდი გადაწვა და დასავლეთს საქართველოში სხვა  ფავორიტი ჰყავს.

აი, ამის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” მართლა მოუწევს საბაბის მოძებნა, რომ პრეზიდენტი გადააყენოს. თუ ამას გააკეთებენ, ეს უკეთესი იქნება ზურაბიშვილისთვის – ოპოზიციიდან მოვა ხელისუფლებაში. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ის 2024 წლამდე არც აპირებს დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე და გადადგება. მიზეზი კი “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკასთან შეუთავსებლობას დაასახელებს. აი, ამიტომ გაჩერდა “ქართული ოცნება”. ის გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა. რაც გითხარით, ეს ივანიშვილის გარემოცვიდან ვიცი და ცხადია, ეს ამბავი პირველს ივანიშვილს ეცოდინებოდა. მან, უბრალოდ, აღარ დაძაბა დასვლეთთან ისედაც გართულებული ვითარება და ხელი აიღო ზურაბიშვილის  იმპიჩმენტზე. მიხვდა, რომ ამით მხოლოდ წააგებდა და დასავლეთს უარესად გადაიმტერებდაìñ უთხრა “ალიას” წყარომ.

 

“მალე ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს მოიშორებს ივანიშვილი” – პრემიერობის ორი სავარაუდო კანდიდატი და “მოძულებული მინისტრების” სია

 

თეგები: აშშბიძინა ივანიშვილირუსეთ-უკრაინის ომისალომე ზურაბიშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved