• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რასაც ახლა გეტყვით, შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ უტყუარი ინფორმაციაა“ – როდიდან და რატომ შეიძლება მოიხსნას კომენდანტის საათი?

ალია ავტორი - ალია
21:28 05-16-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ანი დვალიშვილი, ალია

ქართული ეკონომიკა უმძიმეს დღეში რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ პრემიერმა მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა და ამ კაცს ინვესტიციების მოზიდვა დაავალა. ეს სწორედ ის გახლავთ, რაზეც რამდენიმე თვეა, „ალია“ წერს – საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელება არავის სურს და ამის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად, პანდემია და საყოველთაო კრიზისია. პრემიერის აზრით, ჰუდაკმა საკუთარი გამოცდილება და სანაცნობო წრე უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული უცხოური ინვესტიცია მაინც შემოვიდეს, სხვაგვარად, ქართული ეკონომიკა წლის ბოლოსთვის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები იქნება. უკვე ყველამ იცის, რომ წლის ბოლოს, განხორციელებული თუ განსახორციელებელი ინტერვენციების გამო, ეროვნულ ბანკს რეზერვის შესავსებად ახალი ვალის აღება მოუწევს. წლის ბოლოს ვალის აღების აუცილებლობა დაადასტურა სახელმწიფო ელექტროსისტემამაც, რომლის მოცულობა 200 მილიონი იქნება.

სხვათა შორის, ელექტროსისტემა არსებულ სიტუაციაზე ორიოდე თვის წინ დავწერეთ და ისიც ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია და ინვესტორი, „ენერგო პრო ჯორჯია“ ქართული ბაზრიდან გასვლას რომ აპირებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფო დიდ ობიექტებს კერძო კომპანიებს უბრალოდ „ახევს“ და მათ სახელმწიფო ელექტროსისტემას უქვემდებარებს. მაშინ გვეწერა, რომ სახელმწიფო უწყებას მათი მომსახურების რესურსი უბრალოდ არ აქვს და საამისოდ სოლიდური ფულის დახარჯვა მოუწევს თქო და აგერ ბატონო, 200 მილიონიანი ვალით ზუსტად ის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომელზეც ჩვენ ვწერდით. არ ვიცით, უფრო რბილად როგორ ვთქვათ და, სახელმწიფო მონოპოლიების მოპოვებასა და არსებულის შენარჩუნებას ჯიუტად ცდილობს. ერთეული ადამიანების „დაკრიშვის“ ხარჯზე, არამარტო რიგითი ადამიანები, არამედ მსხვილი კომპანიებიც ზარალდებიან და „ენერგო პრო ჯორჯია“ ამის ნათელი მაგალითია. მონოპოლიებზე კიდევ ერთხელ ვახსენოთ კვერცხი, რომლის წარმოება ახალ წლამდე 17% იყო, 2021 წლის პირველ კვარტალში კი შიდა ბაზარმა მომხმარებლის… 95.1% დააკმაყოფილა. ანუ, როგორც კი მონოპოლია მოიხსნა, ადგილობრივმა წარმოებამ ამოისუნთქა. კარგი იქნება, თუ იგივე მოხდება მაგალითად კარტოფილთან მიმართებაში და ქართული ჯარი და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ადგილობრივ ნაწარმზე იქნებიან. ეს ორი უწყება კარტოფილის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია და ასი პროცენტით შემოტანილ კარტოფილს მიირთმევენ. ეს მაშინ, როცა საქართველოში ფერმერები სახელმწიფოს კარტოფილის ყიდვას 30 თეთრად ემუდარებიან.

საქსტატმა აღიარა, რომ ფასების ზრდა საქართველოში შეუქცევადად მიმდინარეობს და რაც მთავარია, ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იზრდება. ხორცი, ზეთი, ბურღულეული, მარცვლეული… ფასების მატება ყოველთვიურად 4-5%ის ფარგლებში ფიქსირდება, რაც წლის ბოლოს ლამის 50%-ს ურტყამს და მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას.

პანდემიის გამო, დაპაუზებულ მსოფლიოში საკვები პროდუქტების დეფიციტი ნელ-ნელა ფიქსირდება. აგერ, წიწიბურას ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა რუსეთმაც კი აღიარა, რომ შარშანდელთან შედარებით, შიდა ბაზარზე წიწიბურა 39%-ით გაუძვირდა და იქაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად აკრძალა წიწიბურას ექსპორტი. ანუ, რასაც მოიყვანენ, ადგილზევე მოიხმარენ და შეეცდებიან, ასე ფასი დასწიონ. რუსეთს კვოტა აქვს დაწესებული ხორბლის გატანაზეც და მხოლოდ რუსეთის მაგალითი თუ არ კმარა, გეტყვით, რომ საკვები პროდუქტების ექსპორტზე კვოტებს ნელ-ნელა ყველა დიდი სახელმწიფო აწესებს, მათ შორის ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი… ისინი კარგად ხვდებიან, რომ მაქსიმუმ წლის ბოლოს, საკვები პროდუქტები ძალიან გაძვირდება და ამიტომ, შიდა მარაგებს იქმნიან. საქართველოში კი, შიდა მარაგის შექმნა კი არა, მოსახლეობა რაც იღეჭება, ლამის ყველაფერს ჭამს და წელს, საქართველოს ტყეებში სოკოს საკრეფად იმაზე ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე შარშან. მოსახლეობა გარეთ ეძებს საკვებს და ცდილობს იაფი ან სოკოსავით სულაც უფასო საკვები იშოვოს.

მხოლოდ რიგით ადამიანებს რომ უჭირდეთ, ეგებ კიდევ ყოფილიყო რამის იმედი, მაგრამ აგერ, საქართველოს საფონდო ბირჟა წყვეტს არსებობას იმის გამო, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იქ არანაირი ფინანსური გარიგება არ განხორციელებულა. ანუ, ფასიან ქაღალდებს არც ვინმე ყიდის და არც ვინმე ყიდულობს, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკა სულს ღაფავს.

„რასაც ახლა გეტყვით, შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ უტყუარი ინფორმაციაა. ყველა დიდი ქვეყანა მოუთმენლად ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის, კოპა ამერიკისა და ოლიმპიადის დაწყებას. ყველა ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკისთვის სერიოზული ძვრების საფუძველი იქნება. ამიტომ, ამ პერიოდში, ყველა დიდი ქვეყანა რეგულაციებს შეასუსტებს და ღია სივრცეებში რესტორნებსა და ბარებს მუშაობის შესაძლებლობას დართავს. ფეხბურთის დროს ყველაზე მეტი ლუდი იყიდება, ოლიმპიადის დროს კი ყველაზე მეტი საკვები იჭმევა. ამიტომ, სარესტორნო ბიზნესთან ერთად, შიდა წარმოებამ და ბრუნვამ უნდა მოიმატოს. საუბარი მთლიანობაში დაახლოებით 200 მილიარდ დოლარზეა, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს და სწორედ ამ თანხიდან შეეცდებიან ქვეყნები მაქსიმალური სარგებლის მიღებას“, – გვეუბნება ეკონომიკის ექსპერტი.

როგორც გვითხრეს, საკოორდინაციო საბჭოზე ამ თემის ზედაპირული განხილვა უკვე მოხდა, თუმცა შედეგამდე ვერ მივიდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპის საფეხბურთო მატჩები საღამოს 9 საათის შემდეგ დაიწყება, ღამის 2-3 საათზე გაიმართება კოპა-ამერიკის შეხვედრები, ხოლო ოლიმპიადა, რომელიც იაპონიაში ტარდება, დილის 8 საათიდან იქნება ხაზზე. ეს დრო კი ზუსტად ემთხვევა ქართულ კომენდანტის საათს და მისი მოხსნა ჯერჯერობით არ განიხილება. შედეგად, ბარ-რესტორნები 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე, თუნდაც ღია სივრცეში, ვერანაირად ვერ გადავლენ. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა კარგად იციან, რომ დღეს არსებული რეალობის ფონზე, რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გაამკაცრონ, მაგრამ ამის უფლებას უკვე ხელისუფლება ვეღარ აძლევს, რადგან უფრო გამკაცრება კატასტროფის ტოლფასი იქნება და შემდეგ, კარგი ფინანსური მრჩეველი კი არა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტიც ვეღარ გვიშველის. სამაგიეროდ, არსებული რეგულაციების კბილებით შენარჩუნებაა საჭირო და ეს მაშინ, როცა ივნისიდან საღამოს 9 საათი ლამის შუა დღე იქნება და მოსახლეობის სახლებში გამოკეტვა სულ უფრო გაჭირდება. ხალხის შეკავებას ხელი გამკაცრებულმა ადმინისტრაციულმა კოდექსმაც უნდა შეუწყოს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ბოლო დროს, სამართალდამცავებმაც მოუშვეს სიტუაციას და თუ ვინმეს 15-30 წუთით აგვიანდება შინ მისვლა, ჯარიმებს პრაქტიკულად აღარ უწერენ.

ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლოს, ხელისუფლება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ორივე აცრა ექნებათ ჩატარებული, რეგულაციებს შეამსუბუქებს და მათ კომენდანტის საათის დროს, თავისუფლად გადაადგილების უფლებას მისცემს. ამ ნაბიჯმა ვაქცინაციის პროცესი უნდა დააჩქაროს და უკვე ცხადი გახდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ჩინური „სინოფარმით“ აიცრება. ამ პრეპარატით მთავრობისა და პარლამენტის წევრები იცრებიან და რაც მთავარია, სწორედ „სინოფარმით“ აიცრა პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელი ლიონელ მესი. მას პირადმა ექიმებმა სწორედ აღნიშნული პრეპარატი ურჩიეს იმის გამო, რომ მასში არ არის გენმოდიფიცირებული ნივთიერებები. ექიმებმა აღიარეს, რომ აცრების დროს გართულებები მხოლოდ 120 შემთხვევაში დაფიქსირდა და აქედან ფატალურად ერთი დასრულდა. ისე ჩანს, კოვიდ-პასპორტის ქონა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სავალდებულო გახდება და მის გარეშე ადამიანებს გადაადგილება და მუშაობა გაუჭირდებათ.

თეგები: ეკონომიკამთავრობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved