• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ოთხშაბათი, 3 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
12:14 05-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა – რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია განმარტავს, „უკომპრომისო ბრძოლაში თავსებადი არაა სერიოზულად განიხილავდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“.

„6 დღეში 26 მაისია – ისტორიული მნიშვნელობის დღე, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა. პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა – რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში სახელად – ადგილობრივი არჩევნები, ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს. მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ბოლომდე ღირს, ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია, ქვეყანას 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ახლა ეს ხალხი გვთხოვს, მინიმუმ გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 6 დღეში, 26 მაისს, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, თუ ცალკეული ადამიანი, ვინც ვალდებულია საზოგადოების წინაშე ამ კითხვაზე გასცეს პასუხი, [გასცემს პასუხს] და ამით არ დაემსგავსება 26 მაისი 31 მარტს. არათავსებადია უკომპრომისო იყო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე 4 თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი – არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური არ თანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაფართოება არის გეგმა. საზოგადოება მინიმუმ, ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე, მკაფიოდ საჭიროებს პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია, მაგრამ ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ახალი ამბები

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება

18:47 12-02-2025
თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved