• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უნდა ველოდოთ, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში? – “არ დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებელთა დიდი რიცხვი სააკაშვილის მოთაყვანე იყო…”

ალია ავტორი - ალია
15:11 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა:

„ოცნება“ დგას იმ მოცემულობის წინაშე, რომ მაქსიმალურად გააყალბოს არჩევნები, ან ვერ გაბედოს იმ მასშტაბის გაყალბება, რასაც მიშას ჩამოუსვლელობის შემთხვევაში გაბედავდა. კალაძეს გადახტომა კარგად ეხერხება. თუ თავის დროზე სააკაშვილის მფარველობიდან ბიძინას ნავში გადახტა, რა დაუშლის, რომ უკან გადახტეს? ამის შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფსიქოლოგიური გარემო დალაგდება.

ის ამომრჩეველი, რომელიც გახარიასკენ წავიდა და ეგონა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა, გახარიასგან, შესაძლოა, ისევ „ოცნებისკენ“ წავიდეს. ეს არის „დამოკლეს მახვილი“ გახარიას თავზე. ამავდროულად, არ გამოვრიცხოთ „ოცნებიდან“ ამომრჩევლის იმ ნაწილის გადმოდენაც, რომელიც მათ მხოლოდ პირადი გამოჩენის მიზნით უჭერდა მხარს. ასეთი ადამიანები ღირებულებებით და იდეოლოგიით არ აკეთებს არჩევანს. თუ მათ დაინახეს, რომ „ოცნების“ გემი იძირება, ისინი იმასთან გადახტებიან, ვინც მთავრობაში მოდის.

ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გაკონტროლების შანსი ეკარგება. არ დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებელთა დიდი რიცხვი სააკაშვილის მოთაყვანე იყო. ამასთან, „ქართულ ოცნებას“ ძალოვან უწყებებში ვითარების გაკონტროლება მოუწევთ. პირდაპირ ვიტყვი, „ოცნებამ შესაძლოა, ის მიიღოს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს მიიღო, როდესაც სამხედროებმა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს. არ დაგვავიწყდეს, ეს ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის დროსაც ასეთი არჩევანის გაკეთება მინიმუმ სამსახურის დაკარგვად დაუჯდებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს. მათ ეს არჩევანი იმიტომ მიიღეს, რადგან ხვდებოდნენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ბოლო სიმღერა იყო. დღეს, „ქართულ ოცნებას“ ასეთ მოკლე დისტანციაზე ადმინისტრაციული სტრუქტურების მოჭიმვა ძალიან გაუჭირდება.

საქართველოში ჩამოსვლა სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი საქართველოს მოსახლეობაზე არის დამოკიდებული, თუ რა როლში აღიქვამს და მიიღებს საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს – პატიმრად თუ იმ ადამიანად, რომელმაც, შესაძლოა, თავისი როლი ითამაშოს ქვეყნის მომავალში. შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ მომავალი ხელისუფლება აუცილებად იქნება კოალიციური და ამის შემოქმედი საქართველოს ამომრჩეველი იქნება”

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved