• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უმალავენ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინა უკვე გაიკეთეს? – ვინც გაიკეთა ვაქცინა, ამ ხალხს რას უშვრებით? რატომ ატყუებთ? – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
18:54 04-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე

ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მაგალითად ასტრაზენეკას, 6 თვის მერე უნდა გაიკეთოთ ხელახლა ერთი დოზა. და ასე უნდა იკეთოთ ყოველ 6 თვეში – ამაზე არავინ ლაპარაკობს, ფხაკაძის გარდა.

ფაიზერის შემთხვევაში, პირველი დოზის გაკეთებიდან 5 თვე რომ გავა, კიდევ უნდა გაიკეთოთ ერთი დოზა. ანუ, ამჯერად 5-დან 6 თვემდე უნდა გაიკეთოთ, 1 თვე გაქვს ვადა. თუ ამ ვადაში არ გაიკეთებ ვაქცინის ერთ დოზას, მერე უკვე ხელახლა უნდა გაიკეთოთ 2 დოზა. ამაზე ვინმე ლაპარაკობს? რომ იძახიან მასიური ვაქცინაციაო, ვაქცინები გაქვთ ქვეყანაში? კარგია, თუ ცუდი ვაქცინა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ არაა ვაქცინა. უნდა გათვალო, რომ 2 დოზას გაუკეთებ და 5 თვის მერე კიდევ უნდა გქონდეს გადანახული. უნდა იმუშაო, რომ კიდევ სხვა დოზები მოიზიდო. რაც საქართველოში ხდება, ეს აფიორაა.

ჩინეთმა ხომ გვაჩუქაო, ნაგავი გვაჩუქა, წყალია ჩვეულებრივი.

ვინც გაიკეთა ვაქცინა, დავუშვათ ფაიზერი, ვინმემ გითხრათ, მესამე დოზა როდის უნდა გაიკეთო? ფურცელზე მითითებულია ვალიდურობა რამდენია ვაქცინაციის? ეს არის არაპროფესიონალიზმი. თანამდებობებზე სხედან ბიძაშვილები, მამიდაშვილები და საყვარლები. დაავადებათ კონტროლი ყველაზე დიდი ანტივაქსერია, თავისი უფროსიან-მოადგილიანად. ბევრ ადამიანს ვცემ იქ პატივს, მაგრამ სიმართლე ესაა.

თქვე გაუნათლებლებო და მავნებლებო, ვაქცინაციის ზოგ ფურცელზე წერია ნომერი, მეორეზე არა. რატომ? ამოთხარეთ ყველანაირი ნდობა ხალხისგან, ხალხი აღარ გენდობათ, ექიმები აღარ გენდობათ, სამედიცინო პერსონალი დაავადებათა კონტროლს აღარ ენდობა. როცა ეპიდემიის დროს სამედიცინო პერსონალი არ ენდობა დაავადებათა კონტროლს, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რადგან დაავადებათა კონტროლია ეპიდემიის მართვაზე პასუხისმგებელი.

როცა გიკეთებენ ვაქცინას, გაგიკეთეს ერთი დოზა, მეორე დოზა გაგიკეთეს და მესამე დოზა უნდა გაგიკეთონ 5-6 თვეში, რატომ არ გეუბნებიან ამას? არ ვიცი, რა პროტოკოლით აკეთებენ, ისე საუბრობენ, დაბოლილები გეგონება და მრცხვენია. გასაგებია, პოლიტიკურად ხარ ანგარიჟებული, მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს?

ადამიანს, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, 3 თვის მერე კი არა, 5 თვის მერე უტარდება ვაქცინა! ეს არის საერთაშორისო პროტოკოლი, ეს არის იმ ძლიერი მარეგულირებლის მიერ გაცემული ინფორმაცია. ვინც კოვიდი გადაიტანა, უნდა გადათვალოთ დადასტურების დღიდან 5 თვე, 5 თვიდან 6 თვემდე, მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინა უნდა გაიკეთოთ და მერე კიდევ 5 თვის მერე და ა.შ. და თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას კოვიდის დადასტურებიდან 5-6 თვის მერე – მაშინ უკვე დაგჭირდებათ ვაქცინის 2 დოზა. მე არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ და რატომ არ გეუბნებიან.

ისრაელის ბარათი მაქვს ნანახი, პირველი დოზა, მეორე დოზა და მითითებულია სადამდე არის ვაქცინა ვალიდური და მითითებულია 5 თვე. მე კი არ ვიგონებ?

ვაქცინას ხალხი არ იკეთებსო რომ იძახით, ვაქცინა არ გაქვს და რა ვაქცინაცია? ვინც მიიღო გადაწყვეტილება და გაიკეთა ვაქცინა, ამ ხალხს რას უშვრებით? რატომ ატყუებთ? რატომ არ ეუბნები, რომ თუ 5 თვეში თავიდან არ გაიკეთებს ვაქცინას, არ იქნება დაცული?

თეგები: ამირან გამყრელიძეგიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved